"სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში რუსეთის პრემიერლიგის პირველი ნახევარი ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჟამად კი გოსდუმის ეროვნებათაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი გაზაევმა შეაფასა და "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
კითხვაზე, თუ ახალგაზრდა ტალანტებიდან ვინ მიიპყრო მისი ყურადღება, გაზაევმა უპასუხა:
"წელს, სამწუხაროდ, რუსთაგან ვინმეს დასახელება გამიჭირდება. არ არის ისეთი, რომელიც ჭაბუკურ ასაკში თავს ისევე წარმოაჩენდეს, როგორც თავის დროზე არშავინმა, კერჟაკოვმა, ჟირკოვმა, ძმებმა ბერეზუცკებმა, ძაგოევმა, მამაევმა, კოკორინმა და ა.შ. ვის შეუძლია ახლა 18-19 წლის ასაკში მართლაც მაღალ დონეზე ითამაშოს, ისე, როგორც იმავე ქართველმა კვარაცხელიამ? ვერავის
ვხედავ: აი, ისიც, ჩვენი ფეხბურთის ნათელი მომავალი. და ეს მანაღვლებს".