ნიკა ნინუა შეიძლება "ანორთოსისში" გადავიდეს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, პაოკ-ის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ომონიასთან" წაგების (0:3) შემდეგ დაიჩივლა, რომ ყველა რგოლში გაძლიერებას და კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებას საჭიროებენ.

გამოცემის მტკიცებით, ფამაგუსტური კლუბი ნინუას სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანას ცდილობს და უკვე დაუკავშირდა პაოკ-ის მწვრთნელ პაბლო გარსიას.

21 წლის ნინუა სალონიკურმა კლუბმა თბილისის "დინამოსგან" ზაფხულში 850 ათას ევროდ შეიძინა და საბერძნეთის ჩემპიონატზე მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა - საერთო ჯამში, 220 წუთი ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გამიხარდება თუ გადავა სეზონის ბოლომდე.
მიიღებს სათამაშო დროს, შევა ფორმაში, მოიხსნის უცხოეთში თამაშის კომპლექსს და გამოცდილებას მიიღებს რაც უფრო მეტად შემატებს თავდაჯერებულობას.
წარმატებები და მადლობა თემურ ქეცბაიას!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
00:13 25-12-2020
1
საღოლ ფიფო!! დაააყენა ბიჭი გზაზე!!! / კიდე კაი ქეცბაია გვყავს,,, / ერთი ფეხის დაცდენა და ქრცბაიას წამოაძახებენ ქართველების ლობირებას... ძალიან არ მინდა ასე რომ მოხდეს...
Vasili
01:03 25-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული