ქეცბაია ნინუას ტრანსფერის და ოქრიაშვილის დაბრუნების მოლოდინშია

AutoSharing Option
"ომონიასთან" მტკივნეულმა მარცხმა (0:3) "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია კიდევ ერთხელ დაარწმუნა შემადგენლობის გაძლიერების აუცილებლობაში და ამიტომ ცდილობს პაოკ-ის ნახევარმცველი ნიკა ნინუა დაიმატოს.

კვიპროსული 24sports-ი paok24.gr-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნინუას ტრანსფერზე მოლაპარაკება იჯარის თაობაზე მიმდინარეობს და გადამწყვეტი სიტყვა სალონიკური გუნდის თავკაცმა პაბლო გარსიამ უნდა თქვას. ქეცბაიას ნინუას დამატება ახალ წლამდე სურს, რათა 3 იანვარს ლიდერ "აპოლონთან" ათამაშოს და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა.

larnakasports-ი კი აღნიშნავს, რომ ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ძალიან აკლია და ალბათ, "აპოლონთან" მატჩისათვის მზად იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბატონო თემურ, თუ თქვენამდე მოაღწია ჩემმა ჩანაწერმა, ე.ი. ღმერთიც ამ აზრზეა...აიყვანეთ გიორგი არაბიძე და ჩემპიონობა და არამხოლოდ (ისტორიული გამარჯვებებიც), გარანტირებული გაქვთ...
FEOLA MAO
27 დეკემბერი 2020 01:06
23
რაის კვიპროსი წინაა, პანათინაიკოსს და ოლიმპიაკოსს რომელი კვიპროსის გუნდი დაუდგება ჩვეულებრივ პირობებში? მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა ასე რომ იყოს ;)
ტიპი
27 დეკემბერი 2020 00:59
2
პანათინაიკოსს ამ ეტაპზე ბევრი კვიპროსული გუნდი სჯობს, მაგრამ ოლიმპაკოსს და პაოკს ალბათ ვერცერთი, ვერც აეკს.
ჩე
27 დეკემბერი 2020 02:49
1
კვიპროსის ჩემპიონატი რეიტინგით უფრო წინაა ვიდრე საბერძნეთის ლიგა ნინუას სჭირდება სათამაშო პრსაქტიკაა ნიჭიერი ბიჭია და სკამზე არ უნდა იჯდეს იმედია გამოვა ეს ტრანსფერი
Gio
26 დეკემბერი 2020 22:13
9
cinaao ver ityvi ,olimpiakos da panatinaikoss da paoks meechveba sjobdes anortosisi da ans xva gundebi ,magram ninuastvis idealuria martla ik gadasvla
suares
27 დეკემბერი 2020 00:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული