"შენგელია მოედანზე სეირნობს" - "ქონიას" ფანები ქართველის გამოფხიზლებას ითხოვენ

AutoSharing Option
konyayenigun.com-ი, რომელიც "ქონიასპორის" შესახებ წერს ინფორმაციებს, საქართველოს ნაკრების შემტევის, ლევან შენგელიას შესახებ წერს.

თურქები ჩვენებურის ბოლოდროინდელი ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან და მის გამოფხიზლებას მოითხოვენ.

"აშკარაა, რომ ლევან შენგელიამ ძალიან მოუკლო. ის გასულ ტურში "კაიზერსპორთან" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ასე იყო "რიზასპორთან" დაპირისპირებაშიც.

ის მოედანზე თითქოს სეირნობს და იმის აჩრდილია დარჩენილი, რაც სეზონის დასაწყისში იყო.

იმედი გვაქვს, რომ ის იმ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება, რაც სეზონის დასაწყისში ჰქონდა", - წერს საიტი.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიას მიმდინარე სეზონში "ქონიასპორის" რიგებში 8 მატჩში 2 გოლი
აქვს შეგდებული და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც უფიქსირდება ანგარიშზე.

რაც შეეხება უშუალოდ მისი გუნდის სატურნირო მდგომარეობას, 15 ტურის შემდეგ "ქონიასპორი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ავადაა მესმის მაგრამ სხვა შემთვევაში არ მესმის ლევანის და საერთოდ ეგეთი რამე ფეხბურთელმა როგორ უნდა ათქმევინო ვერ ვხვდები ... რა უნამუსო ფეხბურთელები გვყავს პროსტა ეს ზარმაცები და ამპარტავნები როგორ არიან ძირითარი უმრავლესიბა გული მისკდებაააა
bejo
17:13 29-12-2020
1
იცით რა არის საწყენი? - ფეხბურთელი რომელმაც "დინამო" და საქართველოს ჩემპიონატი დაიწუნა: "ჩემთვის დაბალი დონეაო" წავიდა და სადღაც თურქეთის ყ დონის გუნდში თამაშობს და აგერ უკვე მეორე წელია გვესმის რომ ამ ყ დონეს ვერ ქაჩავს.მერე ამ ფეხბურთელს პრეტენზიაა აქვს ნაკრებში მოხვედრაზე. ნაკრებში მოხვედრის ამბიცია რომ გაქვს კარგია მაგრამ იმის ამბიციაც უნდა გქონდეს რომ ყ დონეზე ისე ითამაშო რომ განვითარდე, ა და ბე დონის გუნდებმა შეგამჩნიონ რა რაღაც პერსპექტივა გქონდეს და არ ჩალპე ყ დონის გუნდში.
საწყენია...
18:51 29-12-2020
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული