კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 1/3-ით გაიზარდა - ხვიჩა უძვირფასესი ქართველი ფეხბურთელია

AutoSharing Option
დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხვიჩა კვარაცხელია 2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელა და მალე ეს სტატუსი გერმანულმა საიტმა "ტრანსფერმარკტმაც" გაამყარა.

"ტრანსფერმარკტმა" რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და ხვიჩას ფასიც 1/3-ით გაიზარდა. თუ ქართველი ნახევარმცველი აქამდე 7,5 მილიონ ევროდ ჰყავდათ შეფასებული, ახლა კვარაცხელიას 10 მილიონ ევროდ აფასებენ.

ამ ცვლილების შედეგად, "კვარა" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩა შემოგევლე! - შენ განგებამ მისია დაგაკისრა. უნდა გაახარო ქართველი ხალხი... ღმერთმა ხელი მოგიმართოს კარგო კაცო. მიხარიხარ და მეიმედები
ირაკლი
21:54 29-12-2020
0
ხვიჩა თუ კითხულობ...!? ერთი თხოვნა მაქვს და გადაეცი შენს მშობლებს რომ ქართველი გულშემატკივარი მადლობელია ასეთი კარგი და თავდაბალი შვილი გაზარდეს. უფალს ვთხოვთ რომ წარმატებამ ყურადღების ცენტრში ყოფნამ განდიდების მანია ანუ თავში ავარდნა არ დაგეწყოს დაიხსომე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი თუ საკუთარ სახელს როგორ მოექცევი როგორც დიდი სულხან-საბა იტყოდა სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩივნოსო! ნიჭიერი ხარ და გამოიყენე ეს ნოჭი შენო და შენი ოჯახის საკეთილდღეოდ მმავალი ფეხბურთელებისთვის გამონაკლისი ქართველი ტალანტი უნდა გაცდე ბოლომდე გახვიდე და ყველა ქართველი ამაყობდეს შენით ვიდურვებდი საქართველოს ხსენებაზე სტალინს კიარა შენ გახსენწბდნენ პირველ რიგში წარმატებწბი და უფალი გიფარვდეს.
კახა
00:16 30-12-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული