პაოკ-ის ნახევარმცველ ნიკა ნინუას "ანორთოსისში" გადასვლა გადაწყვეტილია, - იტყობინება larnakasports-ი.
გამოცემის ცნობით, დღეს კლუბების ხელმძღვანელებმა ნინუას საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს და ფეხბურთელის ექვსთვიან იჯარაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ასე რომ, თუ მოულოდნელად რამე არ შეიცვალა, ნინუა ზაფხულამდე ფამაგუსტურ გუნდში ითამაშებს.
"ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურს: ცენტრალური მცველის და ნახევარმცველის, რომელიც მისი გუნდის შეტევებს წარმართავს.