"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

AutoSharing Option
30 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ამჟამად უგუნდოდაა და შემოთავაზებების მოლოდინშია.

ბოლოს ის გერმანიის მე-3 ლიგის ბინადარ "უერდინგერში" ვარჯიშობდა, თუმცა ამ კლუბში ვერ დარჩა.

ჩვენებური ამჟამად გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ ყენიას დავუკავშირდით და მისი გეგმებით დავინტერესდით.

"ამჟამად არანაირი შემოთავაზება არ მაქვს, ამიტომ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და წინადადებებს ველოდები.

ჯერჯერობით არვიცი რა იქნება მომავალში. დავბრუნდები თუ არა საქართველოში? - შემოთავაზება არც ეროვნული ლიგის კლუბებიდან მქონია, თუმცა თუ რაიმე საინტერესო წინა
დადება იქნება, დავფიქრდები.

მინდა, რომ ფეხბურთი კვლავ ვითამაშო. კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ვნახოთ რა იქნება".

ჩვენთან ბოლო ინტერვიუში ყენიას ნათქვამი ჰქონდა, რომ მის ძველ კლუბ "საბურთალოს" მასთან დავალიანება ჰქონდა და ფეხბურთელს ამის შესახებაც დავეკითხეთ.

"საბურთალომ" დავალიანების დაფარვაზე უარი მითხრა და ამიტომ საქმე სასამართლოშია გადასული, პროცესი კი ძალიან გაიწელა.

იმედი მაქვს, პროცესი მალე დასრულდება და სიმართლე გაიმარჯვებს", - თქვა ყენიამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თავს, რომ არ იზოგავდა, მაშინ ხომ კარგი იყო მეასედ, რომ ააწყვეს...წარმატებას ვუსურვებ.
ილია
01 იანვარი 2021 12:58
1
ერთი თავდაუზოგავი ყენია გაგვახსენე რა?...
buba
02 იანვარი 2021 11:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული