ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ 2:0 დაწინაურებულმა "ანორთოსისმა" მსაჯის წყალობით დამარცხება მოახერხა

AutoSharing Option

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ანორთოსისი" ლიმასოლში "აპოლონთან" 2:3 დამარცხდა.


"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი თავის გუნდს ისევ ვერ დაეხმარა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ახლახან "სარაგოსადან" გადასული გიორგი პაპუნაშვილი.

ანგარიში მე-10 წუთზე ქვილითაიამ გახსნა (მან 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა), შემდეგ მისმა თანაგუნდელმა ჰუშბაუერმა დალაშქრა მეტოქის კარი. მეორე ტაიმში კი "აპოლონმა" 3 გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა VAR-ი ორჯერ გამოიყენა - პირველ ტაიმში "აპოლონის" კ
არში პენალტი არ დანიშნა, მეორე ტაიმში კი "ანორთოსისის" მეტოქის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დადო, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

"ანორთოსისმა" "ომონიასთან" 0:3 წაგების მერე "აპოლონთანაც" მარცხი იწვნია, 30 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 იანვარს "ეთნიკოსს" უმასპინძლებს.

რაც შეეხება პაოკ-ის ნახევარმცველ ნიკა ნინუას, რომელიც "ანორთოსისში" უნდა გადავიდეს, დღეს საბერძნეთის ჩემპიონატზე "ლარისასთან" გასვლით შეხვედრაში (1:1) სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქვილითაიას სადაც ენდნენ თავი არსად არ შეურცხვენია არასდროს
ბაჩი
14:01 04-01-2021
2
აბაშას ზანაში ქვილითაია...
rubini
01:34 04-01-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული