გიორგი ჩაკვეტაძე MLS-ში მიდის? - ამერიკული გუნდი არჩევანს იოზილსა და ქართველს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
mlsmultiplex.com-ი წერს, რომ Mls-ის ბინადარი "ლოს-ანჟელეს გელექსი" გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მიიწვიოს, "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა.

საქმე იმაშია, რომ "გელექსი" კრისტიან პავონმა დატოვა და "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა, გუნდს კი მისი შემცვლელი სჭირდება.

წყარო კლუბს ორ ფეხბურთელს - მესუთ იოზილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ურჩევს, ქართველის შესახებ კი წერს:

"თუ "გელექსი" ტრანსფერის დროს ახალგაზრდა მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს, შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძეზე იფიქროს.

მათ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ახალგაზრდა ტალანტი, უფრო განავითარონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

MLS-ს აქვს რეპუტაცია, რომ ფეხბურთელები აქ
კარიერის დასასრულებლად გადმოდიან, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ჩაკვეტაძემ "გენტში" ასპარეზობით უკვე გვანახა, რომ კარგი ფეხბურთელია. იგი ბელგიასა და მსოფლიოში ყველასთვის კარგად ნაცნობია და დიდი მომავალი აქვს.

გიორგი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ თამაშს ანახებდა და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიპყრო.

ჩაკვეტაძე მხოლოდ 21 წლისაა და "გენტის" მაისურით უკვე 66 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ის 2017 წელს გადაბარგდა ბელგიაში "დინამო თბილისიდან", ეს გუნდი კი მისი აღმზრდელია. იმის მიუხედავად, რომ "გენტში" გადასვლის დროს მასზე არავინ არაფერი იცოდა, გიორგი მალევე გახდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.

შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია, სადაც 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. ახლა "გელექსიმ" არჩევანი უნდა გააკეთოს, ან გადაიბიროს უფრო ცნობადი და სახელოვანი მესუთ იოზილი, ან გათვლა მომავალზე გააკეთონ, დაიმატონ ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
იცის მისი ტრამვის სიმძიმე და მორჩა მე იმაზე ვსკდები გულზე ეს ჭინტი ბიჭი ასე ფულისთვის რო უცებ ნაადრევად რო შედეს ცხელ ღუმელში ჰე ვინც მაგის ფულზე იყავით დახამებული ამერიკაში ექნება ხელფასი და გამოხარით თუ რა თქმა უნდა გაუშვა ტრამვამ რა ბიჭი დავკარგეთ გულში მაგრად გაგინებთ რო იცოდეთ ყველას ვისაც მაგის ტრანსფერში მონაწილეობა აქვს მიღებული.
civi
06 იანვარი 2021 14:48
3
ჯანმრთელობის პრობლემები უცხოელ ფეხბურთელებსაც ექმნებათ და მათი ექიმები პოულობენ გამოსავალს... ჩვენი ფეხბურთელები რატომ თვითონ არ ინტერესდებინ უცხოელს ტრავმა ვინ მოურჩინა და იმ ექიმთან რატომ არ გადიან თუნდაც კონსულტაციას?
ჟეკოს
06 იანვარი 2021 10:26
2
მოცათ, მეჩვენება თუ მართლა მლს-ი წერია
ვაიი
05 იანვარი 2021 18:16
4
იოზილი თურქეთში განათხოვრდება
zura
05 იანვარი 2021 21:12
0
არ მგონია... ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცს ამბიცია აქვს ნული და გიორგის კი ამის საფუძველი ჯერ არ მოუცია...
მ.ტ.
06 იანვარი 2021 12:50
2
მშვენიერია წავიდეს მლს-ში,ოღონდ სათადარიგოზე არ უნდა იჯდეს,სადაც ყაზეიშვილი და კაშია თამაშობდნენ ამ ბიჭმა რატომ არ უნდა ითამაშოს, თანაც ამერიკული ფეხბურთი სწრაფი ტემპით ვითარდება, მთავარია სულ ითამაშოს
KOKA
06 იანვარი 2021 10:04
11
ამერიკის საფეხბურთო ლიგა უსუსტესია მსოფლიოში, ასე რომ იქ გადასვლა იქნება დიდი შეცდომა.
ხვიჩა
06 იანვარი 2021 12:47
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული