გიორგი ჩაკვეტაძე MLS-ში მიდის? - ამერიკული გუნდი არჩევანს იოზილსა და ქართველს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
mlsmultiplex.com-ი წერს, რომ Mls-ის ბინადარი "ლოს-ანჟელეს გელექსი" გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მიიწვიოს, "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა.

საქმე იმაშია, რომ "გელექსი" კრისტიან პავონმა დატოვა და "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა, გუნდს კი მისი შემცვლელი სჭირდება.

წყარო კლუბს ორ ფეხბურთელს - მესუთ იოზილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ურჩევს, ქართველის შესახებ კი წერს:

"თუ "გელექსი" ტრანსფერის დროს ახალგაზრდა მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს, შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძეზე იფიქროს.

მათ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ახალგაზრდა ტალანტი, უფრო განავითარონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

MLS-ს აქვს რეპუტაცია, რომ ფეხბურთელები აქ
კარიერის დასასრულებლად გადმოდიან, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ჩაკვეტაძემ "გენტში" ასპარეზობით უკვე გვანახა, რომ კარგი ფეხბურთელია. იგი ბელგიასა და მსოფლიოში ყველასთვის კარგად ნაცნობია და დიდი მომავალი აქვს.

გიორგი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ თამაშს ანახებდა და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიპყრო.

ჩაკვეტაძე მხოლოდ 21 წლისაა და "გენტის" მაისურით უკვე 66 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ის 2017 წელს გადაბარგდა ბელგიაში "დინამო თბილისიდან", ეს გუნდი კი მისი აღმზრდელია. იმის მიუხედავად, რომ "გენტში" გადასვლის დროს მასზე არავინ არაფერი იცოდა, გიორგი მალევე გახდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.

შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია, სადაც 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. ახლა "გელექსიმ" არჩევანი უნდა გააკეთოს, ან გადაიბიროს უფრო ცნობადი და სახელოვანი მესუთ იოზილი, ან გათვლა მომავალზე გააკეთონ, დაიმატონ ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თქვენი არ ვიცცი, მარა ჩემი აზრით, ეს არის პენსიონრების გუნდი, სიბერეში, პენსისთან ერთად კარგ ხელფასზე რომ მუშაობენ... მარა გიოს რა უნდა იქ? იქ რაო ტრამვა აღარ ექნება, თუ სხვა ფეხს მიაკერებენ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
05 იანვარი 2021 22:15
2
ერთი ვაკო შევიდა ფორმაში აქ თამაშით და მეორე ეს შევა. იდიოტობაა მლს-ში ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოშვება და კარიერის მოკვლა
niko
05 იანვარი 2021 17:33
9
მლს დაბალი დონეა, იქ ვერ განვითარდება, სულ რომ ითამაშოს მაინც, ყაზაიშვილიც კი დაშტერდა იქ
ზორბეგი
05 იანვარი 2021 17:32
8
მსჯელობადაც არ ღირს,მე ღრმად მწამს ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს! მთავარია მან დაიჯეროს ეს!ისე ზოგიერთი როგორი ბედნიერია როცა ადამიანს საქმე არ წაუვა.ასეთებზე უთქვამს რუსთაველს "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა".
gia jashi
05 იანვარი 2021 23:17
3
ვარსკვლავური შემადგენლობა ას წელში ერტხელ მეორდება და ეს იქნება 2081 წელს . კარგად გიო რაც შეძელი ყველას გვემახსოვრება მარტომ გაიყვანე გუნდი პლეიოფამდე თავს ზევით ძალა არაა მიმიფირთხებია ყველასთვის ვინაც ფულის გულისთვის 18 წლის ბიჭი ასე გაწირა ეს არის ხამობა რაც ამ ბიჭს მოუსპეს კარიერა. ცოლი მოიყვანე და ბიჭEბი აკეთე იქნებ რომელიმემ გაჯობოს.
dato
05 იანვარი 2021 18:49
8
ამ ჭორაობას როდის მორჩებით მაგრად მაინტერესებს?საიდან მოგაგვთ ეს ინფორმაციები
stumari
05 იანვარი 2021 17:10
4
წადით ისევ ბებერი იოზლი წაიყვანეთ და ჩვენს ამომავალ ვარსკვლავს თავი დაანებეთ. ჯერ ვერ არის მთლად ჯანზე მაგრამ ერთს რომ აიწყვეტს იქნებ წეწვა გლეჯვა იყოს ჩვენს ვარსკვლავბიჭუნაზე. ერთი 15 წლის შემდეგ მაინც სცადეთ, იქნებ კიდეც წამოვიდეს :))
grisha
05 იანვარი 2021 16:41
11
ესღა გვაკლდა))
ეს ჯუღელი და რუსეთ-უკრაინა ხომ ვერ მოვიშორეთ და ეხლა ამერიკელებიო)))
zura
05 იანვარი 2021 16:30
10
რა მლსი, ჩვენი ფეხბურთელები მინიმუმ სერია ა-ს და მაქსიმუმ პრემიერ ლიგას იმსახურებენ... მომინდომეს აქ მლსში წაყვანა. ვერ ნახეს ვაკოს დონე რომ არ იყო და წამოვიდა ბიჭი.
*
05 იანვარი 2021 18:57
11
რა ამის პასუხია და მწვრთნელად სვანაძე დატოვეს თუ როგორაა საქმე?ორ თვეში ესპანეთი,შვედეთი და საბერძნეთი გველოდება,ჩვენ კი სვანაძე გვყავს მთავარ მწვრთნელად,ფედერაცია კი ისევ საახალწლო არდადაგებზეა.გვეშველება რამე???
master
05 იანვარი 2021 18:13
6
ნწუ... ნაკრების ბოლო 3 თამაშის შემხედვარე ეგ კითხვა არააქტუალურია.
მე არ ვარ რობოტი
05 იანვარი 2021 21:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული