გიორგი ჩაკვეტაძე MLS-ში მიდის? - ამერიკული გუნდი არჩევანს იოზილსა და ქართველს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
mlsmultiplex.com-ი წერს, რომ Mls-ის ბინადარი "ლოს-ანჟელეს გელექსი" გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მიიწვიოს, "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა.

საქმე იმაშია, რომ "გელექსი" კრისტიან პავონმა დატოვა და "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა, გუნდს კი მისი შემცვლელი სჭირდება.

წყარო კლუბს ორ ფეხბურთელს - მესუთ იოზილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ურჩევს, ქართველის შესახებ კი წერს:

"თუ "გელექსი" ტრანსფერის დროს ახალგაზრდა მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს, შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძეზე იფიქროს.

მათ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ახალგაზრდა ტალანტი, უფრო განავითარონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

MLS-ს აქვს რეპუტაცია, რომ ფეხბურთელები აქ
კარიერის დასასრულებლად გადმოდიან, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ჩაკვეტაძემ "გენტში" ასპარეზობით უკვე გვანახა, რომ კარგი ფეხბურთელია. იგი ბელგიასა და მსოფლიოში ყველასთვის კარგად ნაცნობია და დიდი მომავალი აქვს.

გიორგი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ თამაშს ანახებდა და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიპყრო.

ჩაკვეტაძე მხოლოდ 21 წლისაა და "გენტის" მაისურით უკვე 66 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ის 2017 წელს გადაბარგდა ბელგიაში "დინამო თბილისიდან", ეს გუნდი კი მისი აღმზრდელია. იმის მიუხედავად, რომ "გენტში" გადასვლის დროს მასზე არავინ არაფერი იცოდა, გიორგი მალევე გახდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.

შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია, სადაც 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. ახლა "გელექსიმ" არჩევანი უნდა გააკეთოს, ან გადაიბიროს უფრო ცნობადი და სახელოვანი მესუთ იოზილი, ან გათვლა მომავალზე გააკეთონ, დაიმატონ ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
სჯობს წავიდეს,ფულს მაინც გააკეთებს ბლომად მშვიდი სიბერისთვის.ძალიან ნიჭიერია,მაგრამ თავისი "შუშის" აგებულებით ევროპაში დიდ ფეხბურთს არავინ ათამაშებს.დასანანი კია.
რა გინდა რო ქნა?!
16:42 06-01-2021
7
კომენტარები გადაგრევს კაცს?! დამისახელეთ ტოპ ფეხბუთელი, ბექჰემი, იბრა, პირლო... რომელიც მლს ში გადავიდა და კლასით ან ამტანობით ჩამოუვარდებოდა ვთქვათ ბელგიაში ან ჰოლანდიაში მოთამაშე ნებისმიერ ვარსკვლავს, რას ბოდავთ. ნეტა გადავიდოდეს, ტრავმასაც მოირჩენდა, მუდმივად ითამაშებდა და ერთ-ორ წელიწადში ტოპ კლუბშიც გადავიდოდა.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული