ნინუას საგოლე პასი - ის "ანორთოსისში" არ გაუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა, პაოკ-ის ურუგვაელმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ნახევარმცველი ნიკა ნინუა ათამაშა - საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის გასვლით მატჩში "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე ნინუას პასით ეგვიპტელმა ამრ ვარდამ თავისი გუნდი ისევ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს და შეხვედრა 3:2 მოიგეს.

ნიკამ ჩემპიონატის 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერი პაბლო გარსიამ "ანორთოსისში" არ გაუშვა, თუმცა კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ.

პაოკ-ი 28 ქულით მესამე ადგილზეა და
10 იანვარს "ვოლოსს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
საგოლე პასის გარდა კუთხურიც ჩამოაწოდა,სამჯერ გაიქცა ბურთიანად და ექვსჯერ თმა გაისწორა..მოკლედ საუკეთესო იყო
rubini
01:36 08-01-2021
0
ზოგადად მეგრელებმა იციან ფეხბურთის თამაში და საცოდაობაა რომ ერთი ძლიერი ან საშუალო დონის საფეხბურთო ცენტრი(უმაღლესი ლიგა დიდი ხანია მეგრულ კლუბს არ უთამაშია
ბაჩი
00:02 08-01-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული