ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის "ტობოლის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ საიტ "CrystalSport-ს" და "სარაგოსაში" 2011/12 წლების სეზონის ვერშემდგარ ტრანსფერზეც ისაუბრა.

''ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა "დინამოდან" გამაცილეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. "სარაგოსა" ფინანსური დავალიანების გამო დასაჯეს, ტრანსფერის განხორციელების უფლება არ მისცეს და ამ ფაქტორის გამო ლა ლიგის კლუბში ვერ გადავედი.

ბოლო წლებში ევროპიდან ისეთი ვარიანტი არ მქონია, სადაც გადასვლა ღირდა. თუ სპორტული თვალსაზრისით და არა ფინანსური კუთხით საინტერესო შემოთავაზება იქნება, დასავლეთევროპულ
ჩემპიონატში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავ", - თქვა კვეკვესკირმა.


მკითხველის კომენტარები / 13 /
არანაირი ირონია და ნიშნის მოგებით მაგრამ , სარაგოსა კი არა უკეთეს კლუბშიც ვერ ივარგეთ ბევრმა ჩვენებურებმა , საქმე გამართლებაში , ნიჭში კი არა სიზარმაცესა და არაპროფენსიონალიზმშია , საქმეს არ უდგებით როგორც პროფესიონალები , ამ ბოლო წლებში მხოლოდ კალაძე იკლავდა თავს ვარჯიშითდა იმიტომაც მიახწია როგორც ფეხბურთელმა შედეგს , პირადად მე მაინცდამაინც არ მესიპატიურებოდა როგორც ფეხბურთელი და მით უმეტეს როგორც პოლიტიკოსი ხომ საერთოდ ... მაგრამ სიმართლე ეგაა
დათო
19:16 08-01-2021
2
ძალიან ჭკვიანი და მშრომელი ფეხბურთელი. სამწუხაროდ დაუფესებელი, ყაზახეთში არ არის მისი ადგილი
თორნიკე
17:40 08-01-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული