საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის "ტობოლის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ საიტ "CrystalSport-ს" და "სარაგოსაში" 2011/12 წლების სეზონის ვერშემდგარ ტრანსფერზეც ისაუბრა.
''ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა "დინამოდან" გამაცილეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. "სარაგოსა" ფინანსური დავალიანების გამო დასაჯეს, ტრანსფერის განხორციელების უფლება არ მისცეს და ამ ფაქტორის გამო ლა ლიგის კლუბში ვერ გადავედი.
ბოლო წლებში ევროპიდან ისეთი ვარიანტი არ მქონია, სადაც გადასვლა ღირდა. თუ სპორტული თვალსაზრისით და არა ფინანსური კუთხით საინტერესო შემოთავაზება იქნება, დასავლეთევროპულ
ჩემპიონატში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავ", - თქვა კვეკვესკირმა.