ნინუას არ ათამაშებენ და "ანორთოსისშიც" არ გაუშვეს

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას პაოკ-იდან "ანორთოსისში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში სალონიკური გუნდის მწვრთნელი პაბლო გარსია წინააღმდეგი წავიდა და არ გაუშვა.

არ გაუშვა და არც ათამაშებს. ბოლო 3 მატჩიდან - "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ხოლო "ვოლოსთან" და "ოლიმპიაკოსთან" სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

არადა, ახალგაზრდა ფეხბურთელს პროგრესისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მისი თემურ ქეცბაიას გუნდში მივლინება აუცილებელი იყო.

ნინუა პაოკ-ში სეზონის დასაწყისში გადავიდა და მიმდინარე ჩემპიონატის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვერ ხვდება და ეს იმას ნიშნავს,რომ შრომას,კიდევ უფრო უნდა მოუმატოს.იქნებ იჯარით გაუშვან,ამ ზამთარს.რაკი არ გაუშვეს,ესე იგი მისი იმედიც აქვთ.
სოსო
14:47 14-01-2021
1
რა ქნან, აქ არანაირი პერსპექტივა არაა, არაა არც ფული
არი მხოლოდ ინტრიგნობა, შური და ბოღმა. აბა ეგ რო არა თავმოყვარე ბიჭი "როტორში"?
ჯაბა
14:32 14-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული