21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას პაოკ-იდან "ანორთოსისში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში სალონიკური გუნდის მწვრთნელი პაბლო გარსია წინააღმდეგი წავიდა და არ გაუშვა.
არ გაუშვა და არც ათამაშებს. ბოლო 3 მატჩიდან - "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ხოლო "ვოლოსთან" და "ოლიმპიაკოსთან" სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
არადა, ახალგაზრდა ფეხბურთელს პროგრესისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მისი თემურ ქეცბაიას გუნდში მივლინება აუცილებელი იყო.
ნინუა პაოკ-ში სეზონის დასაწყისში გადავიდა და მიმდინარე ჩემპიონატის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რა გგონიათ, ბეშიქთაშში სხვანაირად იქნებოდა რომ გადასულიყო? იქაც სკამზე გაამწესებდნენ.