ნინუას არ ათამაშებენ და "ანორთოსისშიც" არ გაუშვეს

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველის, ნიკა ნინუას პაოკ-იდან "ანორთოსისში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში სალონიკური გუნდის მწვრთნელი პაბლო გარსია წინააღმდეგი წავიდა და არ გაუშვა.

არ გაუშვა და არც ათამაშებს. ბოლო 3 მატჩიდან - "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, ხოლო "ვოლოსთან" და "ოლიმპიაკოსთან" სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

არადა, ახალგაზრდა ფეხბურთელს პროგრესისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მისი თემურ ქეცბაიას გუნდში მივლინება აუცილებელი იყო.

ნინუა პაოკ-ში სეზონის დასაწყისში გადავიდა და მიმდინარე ჩემპიონატის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დააცადეთ ცოტა ხანი,ათამაშდება,თუ არადა როტორი აქ არარის..
როტორი
03:52 14-01-2021
2
ჯერ უნდა დაფიქრდე ცოტა, როცა ტრანსფერზე გადარეული გარბიხარ. პაოკის შემადგენლობა ნახეთ? ძალიან მაგარი ფეხბურთელები ჰყავთ. რა თქმა უნდა ნინუა ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მანდ ვერ მოხვდება ძირითადში.
რა გგონიათ, ბეშიქთაშში სხვანაირად იქნებოდა რომ გადასულიყო? იქაც სკამზე გაამწესებდნენ.
გენა
11:12 14-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული