თურქებს არველაძის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ

AutoSharing Option
თურქული გამოცემა yeniasir-ი წერს, რომ სუპერლიგის კლუბი "გიოზტეპე" შოთა არველაძის მუშაობით იყო დაინტერესებული, თუმცა ქართველის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირა.

წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგენლები არველაძეს შეხვდნენ, შოთამ კი ადმინისტრაციას 6-თვიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 500 000 ევრო მოსთხოვა, "გიოზტეპეს" კი ამდენის გადახდა არ უნდა.

გამოცემა წერს, რომ კლუბის სიაში არველაძე პირველი იყო, ახლა კი "გიოზტეპე" მოლაპარაკებებს სხვა სპეციალისტებთანაც აწარმოებს. იმედი აქვთ, მწვრთნელს უფრო ნაკლები ხელფასითაც იპოვიან.

"გიოზტეპე" თურქეთის სუპერლიგის ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს. გუნდმა ბოლო 1 ტურიდან 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რავა ყველა ფულზეა გახე ლებული მაინტერესებს ამ 6 თვეში ხუთასი ათასი ევროდან რა გასავალი ქონდა რომ მოიტხოვა არველაძემ?
dato
15 იანვარი 2021 14:21
9
ბოლო 1 ტურიდან 5 ჯერ როგორ წააგო
გენა
15 იანვარი 2021 09:39
0
კარგი კითხვაა :D
მიშა
15 იანვარი 2021 14:39
0
ვაისი ასჯერ ჭკვიანი გამოდგა!)))))))
არისტო
14 იანვარი 2021 20:55
9
რა მოხდა მერე ერთი ფეხბურთელში მილიონებს იხდიან და გადუხადონ სხვები უფრო მეტს მოითხოვენ და ნახონ მერე
ლია
14 იანვარი 2021 15:53
4
არველაძეს ტვინიც ეყო და ნიჭიც, და ამიტომ ნუღა გიკვირთ სხვაზე უკეთესად როა! / ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი, ჩემთვის ესეთი ფეხბურთელები არაფერს წარმოადგენე
Vasili
14 იანვარი 2021 15:05
4
შოთა თუ ზარმაცი იყო,მაშ დღევანდელი ფეხბურთელები ვინღა არიან?
ჟორიკა
14 იანვარი 2021 19:49
4
Ისე კაი მადა კი ჰქონია. Საერთოდ ეს ცხოვრება ყველგან და ყველაფერში გამართლება ყოფილა თორემ ამაზე კაი ფეხბურთელებიც ვიცი და მწვრთნელებიც რომ მშივრები დადიან
ბაბუაწვერა
14 იანვარი 2021 14:34
59
ნამტანი კაი მცოდნე ხარ გეტყობა
გრიშა
05 მარტი 2021 11:00
0
მარტო გამართლებააა? იქნებ ჭკუაც დაჰყვა. აბა ჩამოწერე იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებიც მაგარი ტალანტები იყვნენ და ბოლომდე ვერ გაქაჩეს თავისი სიზარმაცის ან უტვინობის გამო.
მადაზე გამახსენდა, 6 თვით აუტსაიდერ კლუბში უნდა გადავიდეს და გადაარჩინოს. დიდი შანსია ვერ გადაარჩინოს 50/50. ანუ თავისი კარიერით უნდა გარისკოს. მერმე შეიძლება, რადგან ამას ჩავარდნაში ჩაუთვლიან, სამსახური კაი ხანს ვერ იშოვოს. ახლა მითხარი კაი მადა აქვს თუ კაი ჭკუა.
ჰაჰა
14 იანვარი 2021 15:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული