საბა კვირკველია "როტორში" არ დარჩება

AutoSharing Option
რუსული Sport24 წერს, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია ვოლგოგრადის "როტორს" საიჯარო ხელშეკრულების დასრულებისთანავე დატოვებს.

საქმე იმაშია, რომ "ლოკომოტივიდან" განათხოვრებული ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ვოლგოგრადულ კლუბს არ აქვს. შესაბამისად, საბა ზაფხულში მოსკოვურ გუნდში დაბრუნდება.

კვირკველია "როტორში" აგვისტოს შემდეგ თამაშობს და რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში  11 შეხვედრა ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არადა ვოლგოგრადის დატოვება იქნება? საფეხბურთო მექაა! თან რუსებს ხომ ქართველები მაგრად უყვართ, გვაფასებენ, ჯუღელიც იქვეა, აფსუს...
ოლეგ რომანცევი
14:47 14-01-2021
18
კვირკველია უდაოდ ძალიან ნიჭიერი მცველია. თან ღმერთმა სიმაღლეც მისცა. ერთადერთი რაც არ მომწონს ისაა რომ
შთაბეჭდილენა მრჩება დიდად არ ჰუნდა იკლავდეს ტრენაჟორებზე თავს. თითქოს წელში მოხრილი დარბის და ასევე ვერც მხრების სიგანეზე ვამჩნევ რომ მაინცდამაინც ცდილობს “ჯეჯგვი” მცველი გახდეს, მიკარებაც რომ არ ესიამოვნებათ თავდამსხმელებს. აშკარად რაც ბუნებამ მისცა (სიმაღლე) იმით კმაყოფილებდა და სიგანეში გაწევაზე არ ჩალიჩობს
ის რაც არ მომწონს
18:57 14-01-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული