გრიგალავა: მაკედონიასთან გულშემატკივართა მხარდაჭერა დაგვაკლდა

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ კლუბის საიტთან საქართველოს ნაკრებსა და თავის გუნდზე ისაუბრა.

- ეს არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაური წელი იყო. კორონავირუსი, ალბათ, ყველას მისწვდა. მე წესრიგში ვარ, ახლობლებიც ცოცხლები და ჯანმრთელები არიან - ეს უკვე დიდი სიხარულია. იმედია, 2021 წელს ყველაფერი უკეთ იქნება. რაც შეეხება ფეხბურთს, ჩემპიონატის პირველ ნახევარში ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რომელსაც ჩვენგან ტულელი გულშემატკივარი ელოდა. ყველაფერი ჩვენს ხელთაა, ვალდებულნი ვართ, სიტუაცია გამოვასწოროთ.

- საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაში ათი წლის განმავლობაში გიძახებენ, ნოემბერში ისტორიულ მიღწევასთან
ახლოს იყო. იმისათვის, რათა ევრო 2020-ზე გასულიყავით, საკმარისი იყო თბილისში ჩრდილოეთი მაკედონია დაგემარცხებინათ, მაგრამ 0:1 წააგეთ. გადაიწვით?
- ვერ ვიტყვი, რომ გადავიწვით. ჩვენ ვარსკვლავურ არა, მაგრამ ძლიერ მეტოქეს შევხვდით. მაკედონიას შემოდგომაზე ორჯერ დავუპირისპირდით და ორივეჯერ დავუზავდით. ის მატჩები კარგად ჩავატარეთ, სკოპიეში საპასუხო გოლი პენალტით კომპენსირებულ დროში გაგვიტანეს. ვფიქრობდით, მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ვძლევდით მოწინააღმდეგეს, მაგრამ... გულშემატკივართა მხარდაჭერა დაგვაკლდა. პანდემიის გამო თამაში ცარიელ სტადიონზე ჩატარდა.

- ბელეკში იანვრის შეკრებზე ორჯერადი, მძიმე ვარჯიშები გაქვთ. არ გიჭირთ?
- მომზადების დასაწყისი მუდამ რთულია, ფუნქციონალურ მომზადებას საფუძველი ეყრება. ამის გარეშე არანაირად არ შეიძლება. მთავარია, ტრავმები არ მივიღოთ. ბევრი სათამაშო ვარჯიში გვაქვს, განსაკუთრებით, საღამოს. ბურთიანად რბენითი ვარჯიშები უფრო ადვილი ასატანია. თუმცა მძიმე კროსები გველის. როდესაც სრულად მზად ხარ, ნაკლებად გიჭირს.

- ოპტიმალურ დონეზე როდის გახვალთ?
- წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მეორე შეკრების შუაში თავს იდეალურად ვგრძნობ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გიგანტი შაურმა დაგაკლდა შენ. მიზეზებს ნუ ურევ ერთმანეთში
გიორგი
07:52 16-02-2021
0
ეს მაგ გუნდში მონტიორი ხო არაა ? :D
იმხელა ღიპი ადევს ამას არ უვარჯიშია ალბატ წლებია :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული