ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

AutoSharing Option
ფრანგული "ვალენსიენი" იუწყება, რომ კლუბმა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გადაიბირა.

34 წლის ჩვენებურს ლიგა 2-ის ბინადარმა გუნდმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კანკავას ბოლო კლუბი ყაზახური "ტობილი" გახლდათ. ჯაბას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ის ერთი ხანობა "რეიმსის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ვალენსიენს", კლუბი საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვიღაცამ შეიძლება თქვას დიდი არაფერიო, მარა 34 წლის კაცი თან ქართველი, ევროპაში, რომ წავა თან სადღაც უნგრეთსი და თუნდაც პოლონეთში, კი არა არამედ დასავლეთ ევროპაში თანაც საფრანგეთსი, მერე რა, რომ მე-2 დივიზიონია, ძაან მაგარია.
4
ჩვენი ყველას სურვილია, ნაკრების კაპიტანი უკეთეს გუნდში თამაშობდეს, მაგრამ მაინც მირჩევნია ჩვენმა მოთამაშეებმა თუნდაც საფრანგეთის მეორე ლიგაში ითამაშონ ყაზახეთის უმაღლესი ლიგის მესამე და მეოთხე გუნდების ნაცვლად. წარმატებები ჯაბას !
Levan1
15:25 16-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული