"გენტის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით ძალზედ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ქართველ ლეგიონერზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩვენებური ახლა გაცილებით კარგ მდგომარეობაშია და ბევრს ღიმილიანად ვარჯიშობს, რაც ძალიან კარგია.

"ჩაკვეტაძე ახლა უკეთესად გამოიყურება. მისთვის ბოლო ქირურგიულმა ჩარევამ საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა.

ახლა ის უფრო მეტს ვარჯიშობს და უფრო მეტს იღიმის. გიორგი ყოველდღიურად უკეთეს მდგომარეობაშია და ის შეშფოთება და იმედგაცრუება, რომელიც მას ჰქონდა, ნელ-ნელა უკან რჩება.

მოგვიწევს ჯერ კიდევ მოვითმინოთ და მისი მოედანზე დაბრუნება არ ვიჩქაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ამ ხანგლძრივი პერიოდის შემდეგ,
რომელიც ჩაკვეს გაუცდა, პერსპექტივა გამოჩნდა", - თქვა ვანჰაუზბრუკმა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. სავარაუდოდ, ის მწვანე მინდორს თებერვალში, ან მარტის დასაწყისში უნდა დაუბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
დაძლევს. აი ნახავთ! გაბრწყინდება ეს ბიჭი დათო ყიფიანის თუ არა ვიტალი დარასელიას დონემდე მაინც ავა. მოითმინეთ...
ელა
09:42 04-02-2021
0
მარადმწვანე პერსპექტიულები მჭედლიძე, ყენია,არაბიძე, ჟანო, ჩაკვეტაძე..
ასა
11:21 17-01-2021
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული