კვარაცხელიას ხელებით იჭერენ, ცდილობენ, წააქციონ, ის კი მიქრის - "რუბინის" ექსმწვრთნელი ხვიჩას აქებს

AutoSharing Option
business-gazeta-სთან ინტერვიუში "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი ჩალიმ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ვფიქრობ, ხვიჩას ევროპაში წასვლა უნდა და ტოპ-ჩემპიონატში გადასასვლელად კარგი დონე გააჩნია. საერთოდ არ ეშინია მეტოქესთან ერთი-ერთზე თამაში, მიმართულების ცვლილებისას ბურთს შორს არ უშვებს. ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და ჩემი აზრით, "რუბინს" მალე დატოვებს.

აგენტები, უეჭველად, უკვე რიგში დგანან. მთავარია, თავბრუ არ დაეხვეს. საჭიროა ისეთი გუნდი იპოვოს, სადაც ახალ მწვრთნელთან ერთად ახლებურად გაიხსნება. ახლა მთავარია, ტრავმა არ მიიღოს, თავი წარმოაჩინოს და განვითარდეს.

მისი ყურება სასიამოვნოა. როდესაც ის თამაშობს, "რუბინი" სულ
სხვანაირად გამოიყურება. მას მისდევენ, ხელებით იჭერენ, ორი მოწინააღმდეგე ცდილობს, წააქციოს, ის კი მიქრის. და ეს 19 წლის ასაკში. აი, ასეთი ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მოქრის მიფრინავს კარისაკენ ჩვენი მერანი....
სიხარულის და სიამაყე ვგრძნობთ ჩვენ ყველანი..
ღმერთო გევედრები, ოღონდ რამე არ ატკინონ, ოღონდ ტრამვა არ აკიდონ, თუნდაც მე მომტეხონ ფეხები, ხელები, კისერი ოღონდ მაგას არა და გაუშვი იფრინოს, არწივი ფრენისთვისაა გაჩენილი...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
22:48 22-01-2021
7
ჯერ უნდა დაიბადოს ასეთი ფეხბურთელი თქვენთან რომ გაზარდოთ.
roma bejanidze
21:59 22-01-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული