უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" ბუდაპეშტში 5:0 გაანადგურა გიორგი ბერიძის "უიპეშტი".
ზივზივაძე მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მან 55-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 0:3 გახადა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ტურნირის 15 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
სტუმართა გუნდში 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბერიძე.
"ფეჰერვარი" მე-2 ადგილზეა, ლიდერ "ფერენცვაროშს" 7 ქულით ჩამორჩება და 27 იანვარს სტუმრად "კიშვარდას" შეხვდება. რაც შეეხება "უიპეშტს", 19 ქულით მე-9 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.