ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" ბუდაპეშტში 5:0 გაანადგურა გიორგი ბერიძის "უიპეშტი".

ზივზივაძე მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მან 55-ე წუთზე გოლი გაიტანა,  ანგარიში 0:3 გახადა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ტურნირის 15 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სტუმართა გუნდში 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბერიძე.

"ფეჰერვარი" მე-2 ადგილზეა, ლიდერ "ფერენცვაროშს" 7 ქულით ჩამორჩება და 27 იანვარს სტუმრად "კიშვარდას" შეხვდება. რაც შეეხება "უიპეშტს", 19 ქულით მე-9 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა
აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისს მოკითხვა
ზალიკო
01:37 24-01-2021
3
მაგრად მომწონს ზივზივაძე! კაცს ერთხელ არ მისცეს ნორმალური შანსი! მიდი ბუდუ წარმატებები და მალე გაბრწყინება ნაკრებში
გადასარევი გიორგი
01:29 24-01-2021
0

სიახლეები პოპულარული