კვარაცხელიას ვერ აჩერებენ - ხვიჩამ ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინი" ამხანაგურ შეხვედრას "სოჭისთან" თურქეთში, ქალაქ ბელეკში მართავს, ქართველმა კი 2 გოლის გატანა უვკე მოასწრო.

ხვიჩამ პირველ ტაიმში მეტოქეის მცველ იბრაგიმ ცალაგოვს თავისივე საჯარიმოსთან აართვა ბურთი და სოსლან ჯანაევი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. გატანილი გოლის გარდა, კვარაცხელიამ რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნა.



მეორე ტაიმის დასაწყისში კი 1 მეტოქეს დრიბლინგით გასცდა, მეორემ კი საჯარიმოში წააქცია - პენალტი თავადვე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.


ცოტა ხანში იგნატიევმა ცარიელ კარში
შეაგდო და "რუბინი" მეტოქეს ანგარიშით 3:2 ამარცხებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისემც გიქნია, რამოსს, კიელინის, ვანდაიკს და კიდევ ბევრ კაციჭამიას ვერ გაეჩერებინე... მიდი ხვიჩა! მიდი საქართველოსთვის გენაცვალე შენ!
ირაკლი
22:05 24-01-2021
1
ხვიჩამ მისთვის ჩვეულებრივად ითამაშა, ორი გოლი, პასების დარიგება ასევე რამდენიმე ეპიზოდში მაგარი დრიბლინგი!!! არა რა ეს ბიჭი მგონი მზად არის ბევრად მაღალ დონეზე თამაშის რა!
zaza
15:21 24-01-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული