ლორიამ არ გაატანინა, ქვილითაიამ ვერ გაიტანა, "ანორთოსისი" ფრით დაკმაყოფილდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ანორთოსისი" ნიქოზიაში "აპოელთან" ნულოვან ფრეს დასჯერდა და მისი სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

larnakasports-ის ცნობით, ლამაზი თამაში არ გამოვიდა, გუნდები ბევრს ბრძოლობდნენ, მომენტები კი იშვიათად იქმნებოდა, შესვენების წინ გიორგი ლორიამ თავისი გუნდი იხსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ქვილითაიამ გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

ლორიამ და ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"ანორთოსისი" 40 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს "კარმიოტისას" დაუპირისპირდება.

ნამატჩევს ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ
შეგირდების გარჯით კმაყოფილია და ზედიზედ მეორე წელია ჩემპიონობისა და თასისათვის იბრძვიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამაგიეროდ მაკარიძეს შეუგდია საკუთარ კარში
ბაჩი
23:17 24-01-2021
4

სიახლეები პოპულარული