ვაკო გვილიამ მაკედონიასთან მარცხზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ legia.net-ს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"შარშან უკეთესი სეზონი მქონდა. შემოდგომაზე აქილევსი მაწუხებდა და რაღაცები არ გამომივიდა. თუმცა, იმედი მაქვს, გაზაფხულზე ყველაფერი კარგად იქნება.

ქართული ღვინო? ძალიან კარგია, არამხოლოდ პოლონეთშია პოპულარული. მე თუ მკითხავთ, საუკეთესო "საფერავი" და "ქინძმარაულია".

საქართველოს ნაკრებისთვის მაკედონიასთან მარცხი დიდი დარტყმა იყო, არა მხოლოდ ნაკრებისთვის, მთელი გუნდისთვის. ყველას ისეთი მოლოდინი ჰქონდა, რომ მოვიგებდით.

ისეთი შეხვედრა იყო, ვიცოდით, მატჩის ბედს 1 გოლი გადაწყვეტდა. თამაშის წინ ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვინც პირველი
გაიტანდა, ის მოიგებდა.

ამ მატჩს "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალს შევადარებდი. იქ უმაღლესი კლასის ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა, თუმცა თვალსასეირო ფეხბურთი არ ყოფილა. ზეწოლამ და სტრესმა ყველაფერი შეცვალა.

ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო, თან ფეხბურთელთა ტრავმებიც დაემატა. ძირითადი გუნდის 4 წევრი გვაკლდა, თამაშამდე 2 დღით ადრე კი გუნდის ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი კორონავირუსის გამო დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ 0:1 დავმარცხდით, მაკედონიაზე ცუდი ნაკრები არ გვყავს.

საქართველოში ამ შეხვედრამ უდიდესი იმედგაცრუება გამოიწვია. თამაშის წინ საოცარი მოლოდინები გვქონდა,. შესაბამისად, წაგებაც იმედგამაცრუებელი იყო.

"ლეგიაში" დარჩენა მინდა. იმედია, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შევთანხმდებით", - თქვა ვაკომ.

შესაძლოა, ქართველ ფეხბურთელს ეს განზრახ არ გაუკეთებია, თუმცა შეხვედრის წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინც დაასახელა - ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ვინც გატანდა, ის მოიგებდა. გუნდმა გოლი გაუშვა და თითქოს საკუთარი თავის არ სჯეროდა, რომ გათანაბრება შეეძლო.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ ლიგის ფინალს ადარებ მალანი ლივერპული გაგეხსენებინათ, ბანძები არიან ლივერპული 0 3 ის მერე რომ არ დანებდნენ და მოიგეს? რა ვინც 1ს გაიტანდა ის მოიგებდა საიდან გაქვთ ეგეთი ლოგიკა მწვრთნელ-ფეხბურთელებს
ზორბეგი
26 იანვარი 2021 17:01
1
ზუსტად ფსიქოლოგიური განწყობის ბრალი იყო, იმის ბრალი რომ ერთი გოლი წყვეტს ყველაფერსო და აკანკალებული ფეხებით თამაშობდნენ, ვაისის შიშები და ქვეშაფსიობა გადაედოთ, არადა რომ მოექოქა ბიწები ვინმეს, უნდ აეთამაშათ რასაც ქვია, უნდა ემატავათ, უნდა დაეხიათ თავზე ბურთი განაგლებული ვითომ მაკედონლებისათვის, შეცდომაც იქმებოდა მარა იქნებოდა უკვე წნეხი იმათზე და გოლებიც მოვიდოდა. უნდა ეთამაშათ, გაემწარებინათ ინდივიდუალურად, შეეძლოთ თუნდაც მაგ შემადგენლობით ამის გაკეტება, მერე გენახათ იმათი გატეხვა, მარა ამის ნაცვლად შეშინებულები და დაგრუზულები გამოვიდნენ, ერთი გოლი წყვეტს ყველაფერსო და ემანდ რაიმე არ დაგვემართოსო. ბოსკამპის სიტყვების ინტერრეტაცია მინდება ,,მენტალუიტეტ დებილ!"
bs
26 იანვარი 2021 16:51
1
ბოლოში უნდა იყოს ,,ვაის მენტალიტეტ დებილ"
უბრალოს ვაის გამომრჩა, მოგწერეთ ერთხელ უკვე და რა იქნებოდა რომ მიგებათ გამოხმაურება?!
bs
27 იანვარი 2021 14:27
0
ამაზრზენი არის, ნაკრების ფეხბურთელი მაგას რომ ამბობს და არც ერთ იმ ფეხბურთელს ნაკრებში არ ესაქმება, ვინც მასე უყურებს საქმეს და გაშვებული გოლის შემდეგ ნებდება.
Lasha
26 იანვარი 2021 19:44
4
"თამაშის წინ ისეთი განწყობა გვქონდა, რომ ვინც პირველი გაიტანდა, ის მოიგებდა".... ძალიან მაინტერესებს, ვინ შეუქმნა ბიჭებს ასეთი განწყობა? ვინ არის ქართული ფეხბურთის მტერი ან უკეთეს შემთხვევაში, საშინლად არაკომპეტენტური? პირიქით, ისეთი განწყობა უნდა ყოფილიყო, რომ 1-2 გოლის გაშვების შემთხვევაშიც კი გაათკეცებული ძალებით ებრძოლათ და თან ეფექტიანად! გავიხსენოთ თუნდაც 1981 წლის 13 მაისი. მაშინ რომ ახალკაცს ეთქვა ფეხბურთელებისთვის, ვინც პირველ გოლს გაიტანს ის მოიგებსო, ხომ წარმოგიდგენიათ?...
ავთო
26 იანვარი 2021 18:46
0
ისედაც ნერვები გვაქვს მოშლილი, აღარ დადოთ ასეთ პერსონაჟებთან ინტერვიუები, დაბლოკეთ სამუდამოდ ეს უთავმოყვარეო ფეხბურთელი. ბევრი გვყავს ასეთი კიდე სხვათაშორის
თემო
26 იანვარი 2021 21:17
10
მტავრობამ გაყიდა ტამასჰი.ვაისტან ერტად
ბაჯო
26 იანვარი 2021 17:32
17
მთავრობამ გაყიდა კი არა, ალექსანდრე მაკედონელმა ჩააწყო! რეგვენო!
მამუკა
26 იანვარი 2021 22:24
1
ძალიან უიღბლო დღე გქონადა მაკედონიასთან, ჯერ ერთი რომ მთავარი მოთამაშეები დაგვაკლდნენ: კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,შენგელია,კიტეიშვილი და ქვილითაია. და მეორე ვინც ითამაშა ისინიც არ იყვნენ კარგ ფორმაში მაგალითად; ოქრის ტრამვა ჰქონდა და სავარაუდოდ არ გაამხილა,გვილიასაც აქილევსი აწუხებდა და ეტყობოდა კიდეც მის თამაშს,ასევე ყაზაიშვილი და კაშია 3 თვის უთამაშებლები იყვნენ! ასე რომ რომ არა ეს უიღბლობა მაკედონიაზე ნაკლები გუნდი და პოტენციალი არ გვაქვს!
kaxa
26 იანვარი 2021 17:15
7
ის რომ , მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად მუხლები უკანკალებდათ თამაშამდე დიდი ხნით ადრევე ჩანდა . კვარაცხელიას დაკარგვამ კი სულ მთლად ცელი გამოუსვა ამათ ფსიქოლოიურ მდგრადობას . ამის მიზეზების ძებნა , ქართული ფეხბურთის ყველაზე მთავარ პრობლემასთან გვაბრუნებს- ბავშვთა მწვრთნელები და იმ პერიოდში ჩამოყალიბებული კომპლექსები . გვარდიოლა ლა მასიაში ბავშვებს კატალონიის ისტორიაზე ესაუბრებოდა თავისუფალ დღეებში . თუ ერთ ფაქტს მაინც გაიხსენებს ნებისმიერი , გამიხარდება . ბრძოლის უნარი და განწყობა , საკუთარი ქვეყნის სიყვარულსა და ცოდნას მოაქვს , ნებისმიერი სპორტული დაპიროსპირება , უიარაღო ომია , და სამწუხაროდ ჩვენ თამაშამდე წავაგეთ . ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ , ჩართეთ მართლა პროფეიონალი მწვრთნელები და ფსიქოლოგები , თუ ჰვინდა ოდესმე მებრძოლი და გაუტეხელი თაობა იყვეს მაკრებშიც და კლუბებშიც .
ATP 16
27 იანვარი 2021 08:55
0
რამდენიც გინდა ისაუბრე,აზრი!?
dato3
26 იანვარი 2021 18:09
0
4 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ნებისმიერ გუნდს უჭირს თამაში. კვარაცხელია, კიტეიშვილი, ჩანკვეტაძე და შენგელია, რომ გვყოლოდა, მაკედონიას "გავხევდით"...
tngh
27 იანვარი 2021 14:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული