კვიპროსული protathlima ირწმუნება, რომ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული, შეიძლება გუნდი გამოიცვალოს.
გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის ხელშეკრულების გაგრძელებაზე პოზიციები დაშორდა და ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს.
ისიც საეჭვოა, რომ ოქრიაშვილი წელს გუნდს დაეხმაროს და შეიძლება კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. თუ იანვრის ბოლომდე თორნიკეს "ანორთოსისმა" სასურველი წინადადებით მიმართა, არაა გამორიცხული, თანამშრომლობა გააგრძელოს, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
larnakasports-ი იტყობინება, რომ ოქრიაშვილი შვილს ელოდება, კარგ ხასიათზეა, უქმე დღით ქართველმა ლეგიონერებმა ისარგებლეს და
მასთან დაისვენეს.
არა, ჭიქა გაუწოდა, მეც დამისხითო :-)