ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში განაგრძობს

AutoSharing Option
csakfoci.hu-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ "ჰონვედში" განაგრძობს.

როგორც აღნიშნული წყარო წერს, მხარეებს შეთანხმება უკვე მიღწეული აქვთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

როგორც იცით, ჩვენებური ბოლოს ყაზახურ "ტობოლში" ასპარეზობდა, რომელიც ახლახან დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

რაც შეეხება "ჰონვედს", კლუბი 17 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილს იკავებს და დარჩენისთვის იბრძვის.

აქვე გეტყვით, რომ უნგრეთის ჩემპიონატში ორი ქართველი ფეხბურთელი - ბუდუ ზივზივაძე და ლაშა დვალი - უკვე ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
Siti an Psg-shi rom gadavides ras gaaketebs iq?
1
სხვათაშორის ეგეთი ცუდი გუნდი არაა / 2016-2017 წელს ჩემპიონები გახდნენ შარშან მეხუტეზე გავიდნენ
ლშა
16:07 27-01-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული