"როტორის" საიტი იტყობინება, რომ 23 წლის თავდამსხმელ ბექა მიქელთაძესთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.
მიქელთაძე ვოლგოგრადულ გუნდში 2020 წელს "რუბინიდან" გადავიდა, მის რიგებში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.
ბექა აგრეთვე "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "რუსთავსა" და "ანორთოსისში" თამაშობდა, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.