თურქულ ბელეკში ამხანაგურ მატჩში "როტორმა" ყაზახეთის "აქტობე" 2:1 დაამარცხა. ვოლგოგრადულ გუნდში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც Матч ТВ-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ეს უკვე მეორე შეკრებაა. ძნელი იყო, ბევრი ვირბინეთ. ვფიქრობ, მესამე შეკრებაზე მეტი ტაქტიკა იქნება. ჩვენი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ვფიქრობ, ამის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა და მე იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ".
"როტორი" 16-გუნდიან რუსეთის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-13 ადგილზეა და 26 თებერვალს სტუმრად "ტამბოვს" უნდა დაუპირისპირდეს. თუმცა ეს გუნდი გაკოტრების პირასაა,
შეიძლება ტურნირიდან მოიხსნას და ასეთ შემთხვევაში, მატჩი არ ჩატარდება.