კორეელი ფეხბურთელი: ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინისა" და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხვან იმ ბომმა რუსულ "მატჩ ტვ"-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"რუსეთის პრემიერლიგაში, ისე, როგორც MLS-ში, ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. თუმცა ეს სპორტი მხოლოდ ტექნიკა არაა, არამედ - ფიზიკა და ინტელექტი. მე ცოტა განსხვავებული სტილი მაქვს, ის რუსი ფეხბურთელების უმრავლესობისგან განსხვავდება. თუმცა აქ არიან მაგარი ბიჭები, მაგალითად, ვლაშიჩი და რამდენიმე "არმიელი". "ზენიტის" მოთამაშეები ბურთთან ერთად ბრწყინვალედ მუშაობენ. "კრასნოდარი" მომწონს, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

ცხადია, თანაგუნდელებსაც
დავასახელებ. მაგალითად, დარკო იევტიჩსა და შატოვს. კვარაც, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

აქამდეც მითქვამს, რომ კვარას ბრწყინვალე პერსპექტივები აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ასე რომ, მასზე არ ვნერვიულობ. მწვრთნელი ეტყვის, როდის დაშორდეს ბურთს და დაიჭიროს. ხვიჩა სუპერფეხბურთელი აუცილებლად გახდება", - თქვა იმ ბომმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გამახსენდა კ.ფ." რეკორდი", ჯოკია ცაავას რო კერავენ მეხიკოს სტადიონით და ეს " მეგრული როგორ არ ეცოდინებათ მეხიკოში"?
სერგო
03 თებერვალი 2021 18:10
1
წარმატებები ხვიჩას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს თუ კარიერა სწორად წარმართა. ვგულისხმობ შესაფერის გუნდში დროულად გადასვლას. ძალიან თუ მიეჩვია სასათბურე პირობებს, და მწვრთნელის მხრიდან ამდენ ყურადღებას, მერე ძალიან გაუჭირდება კარგი ევროპული გუნდის მკაცრ რეალობასთან შეგუება. სხვა კონკურენცია სხვა მოთხოვნები და სხვა პირობებია იქ. თან ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელების პლეადა წამოვიდა რომლებიც უკვე გრანდებში თამაშობენ, ჰაალანდი, ფატი, პედრი, სხვები.
არტ
03 თებერვალი 2021 17:19
0
ამინ ჩემო კორეელო ძმაო!
ტატო
03 თებერვალი 2021 16:32
0
ეს კორეელი ფეხბურტელი მესია ტუ რონალდო. დაგუპავტ ტქვენ მაგ ბიჯს
gaga
03 თებერვალი 2021 16:13
9
ხვიჩა უნიჭიერესი ახლგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ არის მის მიმართ ეტეხილი ამხელა აჯიოტაჟი. აცალეთ ახალგაზრდას ვარჯიში და თამაში. თვითონ და მისი მამა, რომელიც კარგი ფეხბურთელი იყო, იმედია არ შეცდებიან კარიერის გაგრძელების საკითხში. არა ნასკლებად ნიჭიერი სხვა ფეხბურთელები დავკარგეთ, ზედმეტი აჟიოტაჟით.
tngh
03 თებერვალი 2021 16:09
1
პატივცემულო სპორტალჯის ანმინ, ბასილაშვილის მარცხზე მისი ცოლყოფილის კომენტარის გამოქვეყნება დაგავიწყდათ
რაგბის ფანი
03 თებერვალი 2021 15:37
1
მიკროელექტრონიკა ბაზარი არაა, მარა ფეხბურთი? სადაა ერეკლე?))
რატი
03 თებერვალი 2021 15:20
4
ხოო ნუ კორეელის კომპეტენცია ეჭვს არ იწვევს)) მსგავსი საეჭვო რეპუტაციის ხალხი მხოლოდ უფუჭებს საქმეს.
სულხან
03 თებერვალი 2021 13:33
31
რატო ასე დამცინავად?კორეელების პროფესიონალიზმი ჰქონდეს ქართველებს ევროპაში ერთერთი საუკეთესოები ვიქნებოდით
L.J.
03 თებერვალი 2021 14:51
3
ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ვარსკვლავი გახდეს ახლა მთავარია ისეთ კლუბში წავიდეს რომელიც ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და ჩემპიონთა ლიგას თამაშობს მაგალითად დორტმუნდი აიაქსი ლილი ზალსბურგი რომელიმე ამ კლუბში თუ გადავა დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება ახლა რომ წავიდეს გრანდში და დასვან სკამზე ეგ ნადვილად არ მინდა ხორვატული ფეხბურთის მომვალთ ითვლებოდა პიაცა გადავიდა იუვენტუსში და იქ დასრულდა მისი კარიერა იმის საერთოდ არ უწევდა თამაში ისეთ გუნდში უნდა წავიდეს სადაც ათამაშებენ და ყველაფერი გამოუვა.
გიო
03 თებერვალი 2021 12:52
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული