კორეელი ფეხბურთელი: ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინისა" და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხვან იმ ბომმა რუსულ "მატჩ ტვ"-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"რუსეთის პრემიერლიგაში, ისე, როგორც MLS-ში, ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. თუმცა ეს სპორტი მხოლოდ ტექნიკა არაა, არამედ - ფიზიკა და ინტელექტი. მე ცოტა განსხვავებული სტილი მაქვს, ის რუსი ფეხბურთელების უმრავლესობისგან განსხვავდება. თუმცა აქ არიან მაგარი ბიჭები, მაგალითად, ვლაშიჩი და რამდენიმე "არმიელი". "ზენიტის" მოთამაშეები ბურთთან ერთად ბრწყინვალედ მუშაობენ. "კრასნოდარი" მომწონს, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

ცხადია, თანაგუნდელებსაც
დავასახელებ. მაგალითად, დარკო იევტიჩსა და შატოვს. კვარაც, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

აქამდეც მითქვამს, რომ კვარას ბრწყინვალე პერსპექტივები აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ასე რომ, მასზე არ ვნერვიულობ. მწვრთნელი ეტყვის, როდის დაშორდეს ბურთს და დაიჭიროს. ხვიჩა სუპერფეხბურთელი აუცილებლად გახდება", - თქვა იმ ბომმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გამახსენდა კ.ფ." რეკორდი", ჯოკია ცაავას რო კერავენ მეხიკოს სტადიონით და ეს " მეგრული როგორ არ ეცოდინებათ მეხიკოში"?
სერგო
18:10 03-02-2021
1
წარმატებები ხვიჩას ნამდვილად დიდი მომავალი აქვს თუ კარიერა სწორად წარმართა. ვგულისხმობ შესაფერის გუნდში დროულად გადასვლას. ძალიან თუ მიეჩვია სასათბურე პირობებს, და მწვრთნელის მხრიდან ამდენ ყურადღებას, მერე ძალიან გაუჭირდება კარგი ევროპული გუნდის მკაცრ რეალობასთან შეგუება. სხვა კონკურენცია სხვა მოთხოვნები და სხვა პირობებია იქ. თან ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელების პლეადა წამოვიდა რომლებიც უკვე გრანდებში თამაშობენ, ჰაალანდი, ფატი, პედრი, სხვები.
არტ
17:19 03-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული