"რეინჯერსს" ოთარ კიტეიშვილი ურჩიეს

AutoSharing Option
patrickcaskie.medium.com "რეინჯერსის" ცნობილი გულშემატკივარის პატრიკ ცასკის ბლოგ-საიტია.

საიტს გლაზგოელთა არაერთი გულშემატკივარი სტუმრობს და სხვადასხვა ტრანსფერებსა თუ მოვლენებს განიხილავს.

ცასკიმ ამჯერად სტატია იმ ნახევარმცველების შესახებ გამოაქვეყნა, რომლებიც შესაძლოა, "რეინჯერსს" გამოადგეს.

საინტერესო და სასიამოვნოა, რომ 4 მოთამაშისგან შედგენილ სიაში გრაცის "შტურმის" ჩვენებური შუახაზელი ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა.

აი, რას წერს ცასკი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ:

"რეინჯერსს" აქამდეც წარმატებულად უთანამშრომლია ქართველ ფეხბურთელებთან, როგორებიც ზურაბ ხიზანიშვილი და შოთა არველაძე არიან.

ერთადერთი, რითაც კიტეიშვილი მათ ჰგავს, არის ის რომ მისი გვარი ისეთივე რთული წარმოსათქმელია შოტლანდიელი კომენტატორებისთვის,
როგორც არველაძის და ხიზანიშვილის იყო.

ოთარი ძალიან კარგი ნახევარმცველის ჩამოყალიბებული მაგალითია და მას ძალიან ცოტა ნაკლი აქვს.

კიტეიშვილი "შტურმში" ფორვარდების უკან თამაშობს ან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. ქართველი, როგორც წესი, მოედანზე ყველგანაა და საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდება. ის შეტევაშიც და დაცვაშიც საკმაოდ ეფექტურია.

თუ "შტურმში" მის სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მას "რეინჯერსის" ნებისმიერ ნახევარმცველზე უკეთესი შედეგები აქვს. მაგალითითვის, გატანილი გოლები, შედეგიანი გადაცემები და ჩაჭრები ავიღოთ.

თუ გავითვალისწინებთ რომ ავსტრიული ბუნდესლიგის დონე შოტლანდიის პრემიერ ლიგას გაცილებით აღემატება, მივიღებთ მოცემულობას, რომ ოთარი ძალიან ძლიერი ნახევარმცველია და მაღალი დონის ფეხბურთელი.

კიტეიშვილის სიმაღლეც კი არ აისახება ცუდად მისი თამაშის ხარისხზე. ის საჰაერო ორთაბრძოლების 52.5%-ს იგებს და ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს.

ქართველი გლაზგოელებისთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება. ოთარის ფასი დაახლოებით 4 მილიონი ევროა", - წერს ცასკი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით შოტლანდის ჩემპიონატს ავსტრის ბუნდესლიგა ჯობს მიუხედავად დიდი პატივსცემისა რეინჯერსის მიმართ ისტორიული კლუბია ტიტოლოვანი. მაგრამ დღეს საშუალო კლასის კლუბია ევროპის დონეზე და მე ვხედავ პოტენციალს კიტეიშვილში მას შეუძლია ტოპ ლიგის დონეზე თამაში ავსტრიდან ფეხბურთელები წასულან ბუნდესლიგაში სერია ა ში პრემიერ ლიგაში ლალიგაში უამრავი ფეხბურთელი წავიდა ავსტრიდან ტოპ ლიგაში და თუ წავა ტოპ 5 ლიგაში უნდა წავიდეს ახლა ავსტრიაზე დაბალი რეიტინგის ჩემპიონატში გადასვლა წინ გადაგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება ჩემი აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელია და სტაბილურად კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ ასე თუ გაგრძელა იქნება დაინტერესება ტოპ ლიგებიდანაც წარმატებები ოთოს.
გიო
01:20 06-02-2021
3
დიმა ობოლაძეს რა ვუთხარი “საჰაერო ორთაბრძოლების” დამკვიდრებისთვის.

თქვი რა: “მაღალი ბურთების 52.4%-ს იგებს” საჰაერო ორთაბრძოლა და პერლ ჰარბორი კიდე.
დიმა ბობოლაძე
00:39 06-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული