ოქრიაშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და სამთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

ის გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აეკ-თან კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩის განაცხადში შეიყვანა. თუმცა, ჯერ უცნობია, დააყენებს თუ არა ძირითად შემადგენლობაში.

განაცხადში აგრეთვე გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არიან.

ამ გუნდების მატჩი 6 თებერვალს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მთიანობაში კარგი სეზონი აქვს ოქრის და ზოგადად ჩემი აზრით ოქრიაშვილის და ქვილითაიას კარგი თამაში არის ქეცბაიას დამსახურება ქეცბამ ამ ბიჭებს მისცა შანსი და მათაც გამოიყენეს ნინუას წაყვანაც უნდოდა მაგრამ პაოკმა იურაა მადლობის მეტი ქეცბაიასადმი არავის ეთქმის წარმატებები მას თავის საქმეში და ბიჭებსაც კარგი სეზონი აქვთ და იმედი მაქვს ბოლომდე ასე კარგად ჩამთავრებენ.
ზაზა
01:14 06-02-2021
0
ცოტა ნაკლები ალკოჰოლი და ყველაფერი კარგად იქნება
givi
21:44 06-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული