კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
Meta-ratings.kz-ის ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ "ტობოლში" განაგრძობს.

როგორც იწერება, მხარეებმა კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს და ჩვენებურიც მალე ახალ გუნდს შეუერთდება.

როგორც იცით, კოსტანიური კლუბის შემადგენლობაში წლების განმავლობაში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობდნენ, რომლებმაც "ტობოლი" ზამთარში დატოვეს.

რაც შეეხება ლობჯანიძეს, ის გასულ სეზონში ყაზახური "კაისარის" ღირსებას იცავდა, სხვა დროს კი "ტარაზის", "რუსთავის", "ორენბურგის", ბათუმის "დინამოს", ქობულეთის "შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროა და სასირცხვილო რომ სწორედ ნაკრების ბიჭები არიან "ფსკერ"კლუბებში, "ტობოლი", "როტორი", და ა.შ. სასაცილოა ჩვენი "სპეციალისტების" რეაქცია და შეფასება აი იმ და მსგავს ჭაობში თუ რამე მოახერხა რონალდოზე ნაკლებს არ ვადარებთ. თუ უფრო ქვევით ითამაშებენ, იქ მეტად გამოჩნდებიან და ტაშიი.
kaxi
18:41 09-02-2021
0
Ეეეე კოტეეეე,მე რომ ვიცი ნეტავ იმის ნახევარი იცოდე შე მართლა კოტე შენა
Კონსტანტინეს
08:04 09-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული