"რა 10 მილიონი? ვიცით, ხვიჩა რამდენიც ღირს" - განაცხადა "რუბინის" გენდირექტორმა

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობს, რომ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას იაფად არ გაყიდიან.

"რაც შეეხება 10 მილიონს კვარაცხელიაში, აქ სალაპარაკოც კი არაფერია. Transfermarkt-ში მეც კი შემიძლია ფასი ჩავწერო და 25 მილიონი ევრო ეღირება. რაზე უნდა მოვახდინოთ ორიენტირება? ჩვენ ხომ დაახლოებით ვიცით, რამდენი ღირს ასეთი მოთამაშე, ხომ მართალია? რა 10?

წადით და აიყვანეთ ვინმე 10-ად. ჩვენი ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მინდოდა. არ ვიტყვი, ვინ არის, რათა კოლეგები არ დავაღალატო. მითხრეს 8 მლნ. ამდენი მომთხოვეს ახალგაზრდა ბიჭში, რომელიც შეცვლებზე შედის! დიახ, ის
პრემიერლიგის ლიდერი კლუბიდანაა, მაგრამ 8 მლნ? ხვიჩა ყველა მაჩვენებლით მას რამდენჯერმე სჯობია", - განუცხადა საიმანოვმა championat-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აბსოლუტურად მართალი ხარ. ტრიპაჩობა ხო ჩვენი სენია
კი ბატონო ნიჭიერი და პერსპექტიულია, მაგრამ ცოტა რეალურად იაზროვნეთ, რუსეთის საშ.დონის კლუბში წარმატება კარგია, მაგრამ ოცნება რეალობისგან ჯერ შორსაა.
მასტერს
11:12 12-02-2021
0
სანამ ტოპ ჩემპიონატში კარგ დონეზე არ ითამაშებს ძნელია მისი დონის შეფასება.როცა ინგლისის ან იტალიის ჩემპიონატის თამაშებს ვუყურებ სისწრაფეებს და უხეშობას დარწმუნებული არა ვარ რომ იქ მაღალ დონეზე ჯერჯერობით გაქაჩოს.ისე თუ ძალიან მოინდომებს და ცხოვრების სიამოვნებებში არ გადაეშვა თავით 2-3 წელიწადში კარგ გუნდში იქნება.
ბიძია-ბაბუა
19:39 11-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული