"რა 10 მილიონი? ვიცით, ხვიჩა რამდენიც ღირს" - განაცხადა "რუბინის" გენდირექტორმა

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობს, რომ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას იაფად არ გაყიდიან.

"რაც შეეხება 10 მილიონს კვარაცხელიაში, აქ სალაპარაკოც კი არაფერია. Transfermarkt-ში მეც კი შემიძლია ფასი ჩავწერო და 25 მილიონი ევრო ეღირება. რაზე უნდა მოვახდინოთ ორიენტირება? ჩვენ ხომ დაახლოებით ვიცით, რამდენი ღირს ასეთი მოთამაშე, ხომ მართალია? რა 10?

წადით და აიყვანეთ ვინმე 10-ად. ჩვენი ჩემპიონატიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა მინდოდა. არ ვიტყვი, ვინ არის, რათა კოლეგები არ დავაღალატო. მითხრეს 8 მლნ. ამდენი მომთხოვეს ახალგაზრდა ბიჭში, რომელიც შეცვლებზე შედის! დიახ, ის
პრემიერლიგის ლიდერი კლუბიდანაა, მაგრამ 8 მლნ? ხვიჩა ყველა მაჩვენებლით მას რამდენჯერმე სჯობია", - განუცხადა საიმანოვმა championat-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რუბინის 19 წლის ქართველ ფეხბურთელში 10 მილიონზე მეტს არავინ გადაიხდის.მაგრამ თუ ასეთ დონეზე ტოპ ჩემპიონატში ითამაშა ფასი გაცილებით მეტი იქნება. მეორე წრეც კარგათ უნდა ჩაატაროს და ზაფხულში კარგი გუნდი იყიდის.ღმერთის წყალობით კარგი მწვრთვნელის ხელშია.განსაკუთრებით აღსანიშნავია დრიბლინგის გარდა სხარტი აზროვნება, მოედნის ხედვა,კარებში დარტყმებში მაგრად აქვს მომატებული.მოკლედ თუ ტვინი არ გადაუტრიალდა მაგარი ფეხბურთელი დადგება.
ასეა ეს
10:34 11-02-2021
1
კაი ბიჭია, მარა ეს ყველაფერი მარკეტინგული ხრიკებია.რეკლამა, შეკვეთილი სტატიები, კლიპები, გამაზული მცველები და ა.შ. სერიოზულად მუშაობენ. ნიჭიერია მარა ნამეტანს ვშვებით.
gela
09:45 11-02-2021
42
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული