ლევან მჭედლიძე შესაძლოა, "ემპოლიში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი 30 წლის ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე გახლდათ, რომელმაც თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"ახლა თავს კარგად ვგრძნობ. თბილისში ვარ, ინდივიდუალურად ვარჯიშს განვაგრძობ და ფიზიკურად ნელ-ნელა ვძლიერდები.

პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ კარიერის განახლებასთან დაკავშირებით.

საუბარი მაქვს "ემპოლისთანაც", რომელსაც ჩემს ოჯახს ვუწოდებ და იქ ნახევარი წელი გავატარე. მე მაქვს უფლება და პასპორტი, რომ ვიცხოვრო იტალიაში, როგორც იტალიელმა, თუმცა ეს მოწმობა უქმდება 1 წლით, როდესაც რომელიმე საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშობ.

იტალიაში გუნდებს 3 არაევროკავშირელის დამატების უფლება აქვთ და "ემპოლის" 3 ასეთი ფეხბურთელი
უკვე ჰყავს, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

საუბარი ჯერ კიდევ მიდის... იმედი მაქვს, "ემპოლი" სერია A-ში დაბრუნდება და მეც ჩემს ოჯახს დავუბრუნდები.

მაქვს კიდევ სხვა ვარიანტებიც... მაგალითად, ეგზოტიკური ქვეყნებიდან და ა.შ... მინდა, რომ ჯერ კიდევ ჩემი სიტყვა ვთქვა და ვთვლი, რომ ეს ჯერ კიდევ შემიძლია", - თქვა მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე "ემპოლიში" 2008/19 წლებში თამაშობდა. ლევანი ბოლოს თბილისის "დინამოს" ფორმას ირგებდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნეტა არ სწყინდებათ, ეს ტუფტა ბაზარი?
2
ემპოლიში ნახევარი წელი კი არა,ნახევარი ცხოვრება აქვს გატარებული და მასში რაღაცა რომ არ დაენახათ,ამდენ ხანს ტრავმირებულს,არავინ გააჩერებდა.გაიგეთ ხალხო,რომ ქველმოქმედებას,არავინ ეწევა.ეს სიტყვები,ჯანო ანანიძესაც ეხება,რადგან მასზეც ძალიან ბევრი ლაპარაკობს, აგდებით.არავის აქვს,გადასაყრელი ფული და თუ შენი იმედი არა აქვთ,შენ გამო, კაპიკს არავინ გადააგდებს
სოსო
15:32 11-02-2021
9

სიახლეები პოპულარული