ოქრიაშვილი 100 დღის შემდეგ სასტარტოს დუბლით დაუბრუნდა და "ანორთოსისს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ანორთოსისმა" "ენოსისი" 2:1 დაამარცხა.

"ანორთოსისს" ფრედ დასრულებული ორი უგოლო მატჩის შემდეგ გამარჯვება თორნიკე ოქრიაშვილმა დუბლით მოუტანა, რომელიც 8 ნოემბრის შემდეგ სასტარტოში პირველად ვიხილეთ. მან 76-ე წუთამდე ითამაშა.

გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი კი ტრავმირებულია.

ქართველების გუნდი 48 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "ომონიას" 5 ქულით ჩამორჩება და 21 თებერვალს "აპოლონს" შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიორგი პაპუნაშვილი იცავს.

პარალიმნი. "ტასოს მარკოუ"
ენოსისი - ანორთოსისი 3:1
გოლები: 0:1 ოქრიაშვილი (28, პენ), 1:1
თეოდორუ (38), 1:2 ოქრიაშვილი (58)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქვილითაიას დაარტყმევინოს პენალტენი კაცი ბომბარდირობისთვის იბრძვის..
Mose
23:05 16-02-2021
3
ოქრიმ ქვილითაია დაიკიდა.პენალტის არ დათმობა არმოსაწონი საქციელია,ასეთ დროს კაცი თუ კაცია თანამემამულეს კი არა უცხოელ თანაგუნდელს დაუთმობს.+2 გოლი იქნებოდა ახლა ქვილითას ანგარიშზე ოქრის დამსახურება რომ არა და რა ხალისით უნდა ითამაშონ ამათმა ნაკრებში ერთმანეთის გვერდიგვერდ?აი ასეთი წვრილმანებისგან შედგება ჩვენი ეროვნილი უბედურებები.წარმატებები ბიჭებს...
ბაჩი
00:17 17-02-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული