კვირკველიას ხელფასის 95.5%-ს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი საბა კვირკველია იჯარის წესით სეზონის ბოლომდე "როტორში" თამაშობს და როგორც ტელეგრამარხი "მუტკო პროტივი" იტყობინება, ხელფასის უდიდეს ნაწილს მოსკოვის "ლოკომოტივი" უხდის.

"მუტკო პროტივის" მტკიცებით, კვირკველიას წლიური ანაზღაურება 1.7 მილიონი ევროა და ამ თანხის 95.5%-ს რკინიგზული კლუბი უხდის, რომელიც მისი კონტრაქტის მფლობელია.

საბა "ლოკოში" ზაფხულში უნდა დაბრუნდეს, მიმდინარე სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ თანხა კრისტალ-ბეთ ეროვნული ლიგის რამოდენიმე კლუბის წლიური ბიუჯეტია, ეგ სიკეთე "ლოკოს" ექს დირექტორმა კიკნაძემ გააკეთა, სანამ მოხსნიდნენ "როტორშიც" შეუნარჩუნა და დღეს ახსოვს ეგ ვინმეს? ან თვითონ. 1.5 მილ.€ კაცს, რომელიც არენდაშია და იქაც უმეტესწილად არ თამაშობს.
ჯიმი
10:06 18-02-2021
7
რუსეთში მართლაც მაღალი ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს, კერძო კლუბები თითქმის არ ჰყავთ,მაგრამ ჯერ ერთი ხელფასი ყველაფერი არ არის სპორტში, პრესტიჟი კიდევ უფრო მეტად ფასობს,მეორეც ატლეტიკოში სულ მცირე სამჯერ მაღალი ხელფასი აქვთ.
gia jashi
03:07 18-02-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული