![](https://sportall.ge/pictures/image31/7a1e0702f2bcfe12e786325895e94994.jpg)
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე "ტობოლის" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კოსტანაური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
ლობჯანიძე ადრე "თარაზსა" და "კაისარში" თამაშობდა, გასულ სეზონში კი ყაზახეთის ჩემპიონატის 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
ახალ გუნდში ელგუჯა 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.