"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის გარემოცვა ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს

AutoSharing Option
"გენტმა" ჩემპიონატის ბოლო ტურში "მუსკრონი" 4:0 დაამარცხა და მისი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი გამარჯვებითაც კმაყოფილია და გუნდის ლაზარეთის დაცარიელებითაც. ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ამ გუნდების დუბლების მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა. დღეს, 19 თებერვალს, "გენტი" სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება, ჩვენებური კი განაცხადში არ არის. აი, რა თქვა ვანჰაზებრუკმა Het Nieuwsblad-თან:

"ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა, ამას კი ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი თამაშის შემდეგ ტრავმა არ გამიზეზებია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში ითამაშებს.

ყველაფერი ისე მარტივად არ არის. მის გარშემო ძალიან
ბევრი ხმაურია. ის, როგორც მისი გარემოცვა იქცევა, გადაჭარბებულია. ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ, თუმცა წესრიგი დავამყარეთ. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის".

ჩაკვეტაძემ ბოლოს "გენტში" 4 ოქტომბერს ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
შიგნით რა ხდება ეგ არ ვიცი მაგრამ ერთი რაც ვიცი ისაა რომ გიორგი არის ჩვენი ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დღევანდელი საქართველოს ნაკრები მე ვერ წარმომიდგენია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ესენი არიან მომავლის ფეხბურთელები ჩემთვის პირადად.
სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან მაგრამ ჩეთვის ჩაკვე და კვარა არიან ის ფეხბურთელები ვის ირგვლივაც უნდა აშენდეს ახალი ნაკრები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გიორგი ნელ ნელა აკრიფავს ფორმას დაიწყებს სრულფასოვნად თამაშს და ეს ყველაფერი გენტის ინერესშიც არის მათაც უნდათ რომ გიორგიმ კარგად ითამაშოს რომ შემდეგ კარგ გუნდში დიდ ფასად გაყიდონ ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს მონაცემები პოტენციალი კარგ ჩემპიონატშა კარგ კლუბში გვერდშიც ბევრი ადამინი უდგას აქვს ქართველი გულშემატკივრის დიდი სიყვარულიც და კლუბის დიდი ინერესიც მის მიმართ და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მან უნდა აჩვენოს მოედანზე თავის შესაძლებლობები წარმატებას ვუსურვებ გიორგის.
გიო
19 თებერვალი 2021 02:39
4
გენტის ინტერესშია ჩაკვეტაძის კარგი თამაში. დარწმუნებული ვარ გენტი ყველაფერს გაკეთებს იმისთვის, რომ ჩაკვემ უმაღლეს დონეზე ითამაშოს ერთი მარტივი მიზეზის გამო გენტი არის კლუბი, რომლის პოლიტიკაცაა იყიდე ტალანტი გაზარდე და გაყიდე დიდ ფასად, ჩაკვე არის ის ტალანტი ვისაც შეუძლია ,რომ გენტს ათეულობით მილიონი მოუტანოს, როგორც ჯონათან დევიდმა მოუტანა,ხოლო ფეხბურთელის ფასს სატრანსფერო ბაზარზე განსაზღვრავს მისი სტატისტიკა თამაშის ხარისხი და ა.შ აქედან გამომდინარე გენტი ყველაფერს გაკეთებს, რომ ჩაკვე გაიხსნას ბოლოდე და ითამაშოს მაღალ დონეზე მთავარია ჩაკვე იყოს ჯამრთელად და ფსიქოლოგიურად მზად თამაშისთვის წარმატებებ გიორგის.
გელა
19 თებერვალი 2021 02:16
5
ამაზე რომ ვწერდი ატყდა ამბავი და მიხედეთ ფედერაციიდან , დაინტერესდით რა ხდება იქ. "ეს ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის" - ესეც მე ვარ? იქაურ ქართველებს ვერც ვაბრალებ ვერაფერს, მაგრამ რაღაც არ მიდის სწორად აშკარად და ფედერაციის ადგილას, ავიღებდი ბილეთს, ვიქირავებდი ბინას გიორგის სიახლოვეს და გავარკვევდი ერთი ორი კვირა რა ხდება ადგილზე, რა პირობებში ცხოვრობს, რა აწუხებს, ვისთან კონტაქტობს, რას ეუბნებიან და ასე.შ. მწვრთნელის ეს სიტყვები ტყუილად არ იქნება ნათქვამი. სულ რომ თავზე ყვებოდნენ, როგორც აქ ადრე დაიწერა, საინტერესოა რა იგულისხმება ამ პატივისცემაში. ზოგს როგორ ესმის პატივისცემა და ზოგს როგორ. ქართული ფეხბურთის აღორძინება თუ გინდათ, აგერაა ეს კაცი და მხიედეთ
გადასარევი გიორგი
19 თებერვალი 2021 01:37
9
მეც ასე ვთვლი, ფედერაციას უნდა ჰქონდეს რაღაც სისტემა ნიჭიერ ფეხბურთელებთან საურთიერთობოდ. უნდა მუშაობდეს ყველა ქართველ ტალანტთან პერსონალურად, რათა მათ ჰქონდეთ განცადა, რომ ისინი სამშობლოს ეკუთვნიან და მათგან სათანადო ყურაღება ექცევათ ამა, თუ იმ პრობლემის მოგვარებაში. ნუ დავტოვე ქვეყნის მომავალ თაობას იმ ხალხის ხელში, ვინც მათში მხოლოდ ევროებს ხედავენ. ვისაც ეს არ ეხება მომიტევოს.
გიზოგ
19 თებერვალი 2021 12:29
1
ეს ძალიან ცუდად საყურადღებო საკითხია, რაც ითქვა - გარემოცვა... ამ სიტყვისაც კი მეშინია ხოლმე როცა საკითხი ქართველ სპორტსმენებს და მითუმეტეს ფეხბურთელებს ეხება
ზურა
19 თებერვალი 2021 01:39
3
სამწუხაროდ ეგრეა ყველგან. სადაც ფულის სუნია, ათასი რჯულის ხალხი, სხვადასხვა ფორმით იქვე დასუნსულებენ.
ჯაბა
19 თებერვალი 2021 14:41
1
"დაძრწიან".
ჭუმიკა
19 თებერვალი 2021 16:50
2
ნეიმარის გარემოცვა გამიგია მესის,მბაპეს ჩაკვეზე პირველად მესმის რაც ძალიან სამწუხაროა :((
L.J.
19 თებერვალი 2021 15:43
2
და თქვენი დაჩქარებით და რაც შეიძლება სწრაფად თამაშმა რა მოიტანა ყველამ ვნახეთ, დიახაც ქართველებს უფრო შეგვტკივა გული გიორგის გამო, ის ჩვენი მომავალია, თქვენთვის კი ბიზნესია, ოღონდაც ახლა ითამაშოს და მერე რა მოუვა, ფეხებზე გკიდიათ, სხვას იყიდით საბოლოოდ. გიო! შენ გადაწყვიტე როდის გახვიდე მოედანზე და არავინ სხვამ. გრძნოობ, რომ მზადა ხარ? ითამაშე. გაწუხებს რამე? სანამ არ იგრძნობ, რომ მოირჩინე ყველაფერი, არ ითამაშო, რაც არ უნდა გითხრას ექიმმა, რომ ყველაფერი კარგადაა, არ ითამაშო, თუ რაღაც მაინც ისე არაა, როგორც გრძნობ. მხოლოდ შენ გადაწყვიტე როდის ითამაშო, მხოლოდ შენ!!!
ექიმი
19 თებერვალი 2021 13:23
3
სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთელების კარიერის დანგრევაში დიდი წვლილი აგენტებსაც მიუძღვის.
BB
19 თებერვალი 2021 21:05
2
ფაქტი ერთია, სანამ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში არ გადავიდა ფეხბურთს თამაშობდა!
aburjga
19 თებერვალი 2021 13:32
1
ოჰ ეს ჯაკობიაა!!!
შოთა
19 თებერვალი 2021 01:31
6
Shota matla shota xar tu ginda ro shota iyo
Mesi
20 თებერვალი 2021 03:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული