ქართველების "ანორთოსისმა" ამბარცუმიანის გოლით იმარჯვა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "დოქსა". გოლი მე-5 წუთზე თავურით მცველმა ოვანეს ამბარცუმიანმა გაიტანა.

ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ. ბუბა დაუშვილმა ტრავმის შემდეგ შესვენებამდე დამცავი ნიღბით ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 89-ე წუთზე შეცვალა.

"ანორთოსისმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 51 ქულით მე-4 ადგილზეა, 24 თებერვალს კი თასზე "კარმიოტისას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Damburdzgla
Levani
20:26 20-02-2021
11
ზედიზედ ორი გამარჯვება. ანუ აიწყვიტეს, აწი ვინღა გააჩერებს ამათ, გული მიგრძნობ მოგებების ხანგრძლივი სერია იწყება და მესამესაც მოიგებენ. დიდება გმირებს :დ
domeniko
21:31 20-02-2021
25

სიახლეები პოპულარული