კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "დოქსა". გოლი მე-5 წუთზე თავურით მცველმა ოვანეს ამბარცუმიანმა გაიტანა.
ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ. ბუბა დაუშვილმა ტრავმის შემდეგ შესვენებამდე დამცავი ნიღბით ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 89-ე წუთზე შეცვალა.
"ანორთოსისმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 51 ქულით მე-4 ადგილზეა, 24 თებერვალს კი თასზე "კარმიოტისას" შეხვდება.