გრიგალავამ ძიუბას გასაქანი არ მისცა, მისმა გუნდმა კი "ზენიტი" გამოაგდო

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/8 ფინალში გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" პეტერბურგში 2:1 დაამარცხა პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი და ამ ტურნირის გასული წლის გამარჯვებული "ზენიტი" და მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და რუსეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელ არტიომ ძიუბას გასაქანი არ მისცა.

"არსენალს" "ზენიტი" ბოლოს 2018 წლის დეკემბერში ჰყავდა დამარცხებული და დღევანდელი მატჩის შედეგი ყველამ სენსაციად შეაფასა.

გრიგალავამ ამ სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვუყურე მართლა კარგად ითამაშა ღიპიანი ნლუძახე შენ ბურთიც კარგად ამოაქ გრძელი პასებიც ეხერხება.ცენტრში კაია
მოსეხონელი
12:33 21-02-2021
0
არტიომ ძიუბა ფეხბურთელია?!
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული