საქართველოს ნაკრების მატჩამდე ერთი თვით ადრე კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში, "ვოლფსბერგერთან" საშინაო მატჩის 66-ე წუთზე, ტრავმა მიიღო "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა და შეცვალეს.

გრაცული კლუბის საიტი იტყობინება, რომ კიტეიშვილს რამდენიმე კვირა გაუცდება. მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩს ჩაატარებს და თუ ოთარი იქამდე ვერ ჩადგა მწყობრში, მძიმე დანაკლისი იქნება.

მატჩი "ვოლფსბერგერმა" 2:1 მოიგო, რომლის სასტარტო შემდგენლობაში იყო გურამ გიორბელიძე და 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ლუკა ლოჩოშვილი მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა "ტოტენჰემთან" ევროპა ლიგაზე მძიმე შეხვედრის (1:4) შემდეგ დაასვენა.

"შტურმი" 31 ქულით მეოთხე
ადგილზეა, "ვოლფსბერგერი" კი 27 ქულით - მეხუთეზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იმედია მზად იქნება კიტეიშვილი. ჩვენმა ნაკრებმა ბოლო პერიოდში ყველაზე კარგად ნახევარდაცვაში მაშინ ითამაშა , როდესაც ოთარი ცენტრში ე.წ 8 ნომერზე იდგა. მაშინ თბილისში ,მისი დამსახურებით ფორმაში მყოფმა ერიქსენმა და დანიის ნაკრებმა უპირატესობა ვერ მოიპოვა.
ისე ზოგადად რასაც ვუყურებ , ევროპაში ყველაზე კარგად ბოლო პერიოდში ავსტრიის ჩემპიონატში თამაშობენ ქართველები.
პელიდი
17:34 22-02-2021
0
ამის დრო იქნებოდა ეხლა?
ბაჩი
16:22 22-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული