მორიგი ზეწოლა გიორგი წიტაიშვილზე - U21 ნაკრების მწვრთნელმა საჯაროდ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა გიორგი წიტაიშვილისა და ერიკ შურანოვის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში აპირებს თამაშს. იგივე გზას ადგას გერმანიაში დაბადებული "ნიურბერგის" ფორვარდი შურანოვიც.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა უკრაინის ნაკრების რიგებში ითამაშოს.

მათ ახალგაზრდულ ნაკრებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და წიტაიშვილმა სულაც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. მას იმედის თვალით ვუყურებთ.

ამ ფეხბურთელებს ახალგაზრდულ ნაკრებში მუდმივად იწვევდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკრაინას სჭირდება.

ამ მოთამაშეებმა იციან
და მათ შევუთვალეთ, რომ თავიანთი პერსპექტივიდან გამომდინარე, ეროვნულ გუნდში ასპარეზობის კარგი შანსი აქვთ.

ახლა უკვე გადაწყვეტილება თავად მათი მისაღებია. ფეხბურთელები უნდა დასხდნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად და მომავალი თავად განსაზღვრონ.

ჩვენ არ შეგვიძლია მათ რაიმე ვაიძულოთ. უბრალოდ გვსურს, რომ მათ უკრაინის ნაკრების მაისურა ეცვათ და ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდნენ", - თქვა როტანმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
გასაკვირი არაფერია მათი გაზრდილია,მაგრამ სამშობლოს სისხლის ყივილი მაინც სხვაა.უნდა ელაპარაკონ წიტაიშვილს ამ ფეხბურთელის დაკარგვა არ შეიძლება.
ziko
20:13 25-02-2021
0
მოსკოვის "ლოკომოტივზე" თუ არ იცით რაც მოხდა და ყველაფერს ექს-პრეზიდენტს აბრალეგთ, სიომინის მხგავსად, გაეცანით ახ.პრეზიდენტის ლეონჩენკოს სტატიას და გაიგებთ რა და როგორ, ის კიკნაძეს ხელს რო არ დააფარებს ხო იცით. ასე რომ აქ ეგ თემა მოსატანი არაა, რაც შეეხება უკრაინას, ვინც არ უნდა იყოს მაქს.ეცდება თავისი აღზრდილი და ფინანსები დაიცვას.
kaxi
17:54 25-02-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული