ყიფიანი შევიდა და გოლითა და საგოლე გადაცემით "როტორს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგა სარანსკში "ტამბოვისა" და "როტორის" მატჩით განახლდა - მე-20 ტურის შეხვედრა ქართველების "როტორმა" 3:1 მოიგო.

"ტამბოვი" გაბანკროტების პირასაა, მისი ფეხბურთელები თამაშზე ძლივს დაითანხმეს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ "როტორმა" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 53-ე წუთზე მცველმა ზურაბ გიგაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ნიკოლაი ყიფიანმა გამოიჩინა თავი - 58-ე წუთზე მისი პასით ანდრეს პონსემ ვოლგოგრადელები დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე თავადაც გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"როტორში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ყიფიანი მეორე ტაიმში შევიდა
შეცვლაზე, საბა კვირკველია და გიორგი არაბიძე კი სათადარიგოები იყვნენ.

"ტამბოვში" შეუცვლელად ითამაშა გიგაშვილმა, ხოლო ვლადიმერ კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.

"როტორმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 17 ქულით მე-13 ადგილზეა და 6 მარტს "ხიმკის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა დახვეწა უნდა და კვარაზე არანაკლებ ტალანტია ზურიკო
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული